სალათა ,, კუ“

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 200 გრ, კვერცხი – 4 ცალი, ვაშლი – 250 გრ, ყველი – 100 გრ, ნიგოზი – 100 გრ, მარილი, მაიონეზი.

მომზადების წესი: ქათმის ფილე და კვერცხი მოვხარშოთ. ფილე და ხახვი წვრილად დავჭრათ. კვერხის გული და ცილა გავაცალკეოთ და ორივე წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ასევე ვაშლი და ყველიც გავხეხოთ. ნიგოზი დავაბლენდეროთ. ავაწყოთ სალათა შემდეგი თანმიმდევრობით ( ყოველ ფენას შორის მაიონეზი უნდა წავუსვათ) : თეფშზე კვერცხის ცილა მოვათავსოთ, მარილი მოვაყაროთ და მაიონეზი წავუსვათ. შემდეგი ფენა: ფილე – მაიონეზი. ხახვი – ვაშლი- მაიონეზი. ყველი – მაიონეზი, კვერცხის გული – მაიონეზი და ბოლოს ნიგოზი მოვაყაროთ. ყველისგან კუს თავი გავუკეთოთ ხოლო თვალები – პილპილისაგან.

კომენტარები

სხვა სიახლეები