ინგრედიენტები:ქათმის ფილე – 300 გრ, კვერცხი – 3 ცალი, კარტოფილი – 400 გრ, სტაფილო -300გრ, დაკონსერვებული სოკო – 200 გრ, მწვანე ხახვი, მარილი, მაიონეზი.
მომზადების წესი: კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო ერთად მოვხარშოთ. ცალკე ქვაბში კი – ფილე. მოხარშული კარტოფილი, კვერცხი და სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ფილე, სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ. დიდ თეშზე სალათა ავაწყოთ შემდეგ თანამიმდევრობით: კარტოფილი მოვათავსოთ და მაიონეზი თხლად წავუსვათ. შემდეგ სოკო მოვაყაროთ და ისევ მაიონეზი წავუსვათ. შემდეგ ფენად -ფენად – სტაფილო და მაიონეზი, ასევე – ქათმის ფილე და მაიონეზი, ხახვი და მაიონეზი. ბოლო ფენაა – კვერცხი, მარილი მოვაყაროთ. სალათა მწვანილით მოვრთოთ.