სად და რა პირობებში ცხოვრობს გია მაისაშვილი ამერიკაში

გია მაისაშვილი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს მკურნალობს, ფეისბუქის პირად გვერდზე გულშემატკივრებს საკუთარი საცხოვრებელი პირობების შესახებ უყვება:
“მრავალი გულშემატკივარი მეკითხება, თუ როგორ და სად ვცხოვრობ ამერიკაში. პასუხად მსურს ერთი მშვენიერი ამბავი ჰიუსტონური “კომუნალკისა” მოგითხროთ, რომლის სიკეთეც ისე, როგორც მე და ჩემმა დამ, მრავალმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა და მადლიერებით აღივსო. რადგან ჰიუსტონი მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ცენტრია, ჩვენსავით ჩამომსვლელიც ბევრი ჰყავს და ცხადია, ჩვენსავით ბევრი შეჭირვებულიც. ამიტომ საავადმყოფოებთან ბევრი ორგანიზაცია თანამშრომლობს და მხოლოდ მათი პაციენტებისთვის აქირავებს შეღავათიანი ფასით თავიანთ კოხტა, გემოვნებიან საცხოვრებელს, რომელიც არის აღჭურვილი ყველაფრით, რაც კი ოჯახს ესაჭიროება, ოღონდ გარდა ოჯახის პრივატული საძინებლისა და სველი წერტილისა, კარადისა და ა.შ.
ყველაფერი კომუნალურია, ანუ საერთო, საზიარო – თანამედროვე დიდ სამზარეულოს და და სასადილო ოთახს, უზარმაზარ მისაღებ ოთახთან, ულამაზეს მწვანე პარკთან ერთად, სადაც მხოლოდ მე ვვარჯიშობ, ვიყოფთ ექვსი მსგავს მდგომარეობაში მყოფი ოჯახი. ერთი მთავარი დამავიწყდა, კომპიუტერის ოთახი და საკმაო ზომის ბიბლიოთეკა, რომელსაც ასევე მე ვიყენებ მხოლოდ. ჩვენი მეზობლები დიდად წიგნის მოყვარულები არ გახლავან, თუმცა ყველა მათგანი მოსიყვარულე და ადვილად საურთიერთო ხალხია. ყველა მათგანს მანქანა ჰყავს. ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება და ყველაფერი სხვაც გამოზომილი გვაქვს. ყველაზე დიდი შვება მაინც ჩვენი უახლოესი მეგობრები და ჰიუსტონში მცხოვრები ზურა ავსაჯანიშვილისა და ირაკლი გიორგბერიძის ოჯახებია, რომლებთან ხშირი ყოფნაც ერთი დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, გაჭირვების რომანტიზირება არ მსურს, მაგრამ ამ სიღატაკესაც ჰქონია თავისი ღირსება და ჩუმი კეთილშობილება. ამიტომ ადვილად მესმის იმ ხალხის ნოსტალგია, რომლებიც საბჭოთა დროს საერთო “კომუნალკებში” ცხოვრობდნენ და ახლაც იმ დროს იგონებენ ტკბილად. ისე, ნეტავ თბილისში მქონდეს ასეთი პირობები”, – წერს მაისაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები