ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის პირობები საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო დამძიმდა.
საეკლესიო დღესასწაულების მოლოდინში, საზოგადოება, მიუხედავად უამრავი მოწოდებისა, იზოლაციასა და სოციალურ დისტანცირებაზე უარს აცხადებდა, შედეგად, სახელმწიფო კარანტინის პირობების დამძიმებაზე წავიდა და ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დღეს 12:00 საათიდან 21 აპრილამდე სრულად აიკრძალა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს ქართველი მღვდელი დავით ნაჭყებია როგორ გადაადგილდება ველოსიპედით.