საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

ლონ­დო­ნის გა­ლე­რეა Atlas-ში საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი კლა­სი­კო­სი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა იმარ­თე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ისე­თია, რო­მელ­თა მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი იყო. მათ შო­რის არის სა­მა­რი გუ­რა­რი­ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს სამი ლი­დე­რი – ჩერ­ჩი­ლი, რუზ­ველ­ტი და სტა­ლი­ნი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მისი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი.

“ყვე­ლას არ ჰქონ­და სტა­ლი­ნის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა, გუ­რა­რი­ის კი მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შეს­ვლის პა­ტი­ვი ხვდა. თუმ­ცა, ეს თა­ვის მხრივ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავ­და… პრაქ­ტი­კუ­ლად, მას ამის ფა­სად სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა უწევ­და… ის ჰყვე­ბო­და, რომ საბ­ჭო­თა ლი­დე­რის და­სა­ბეჭდ ფო­ტო­ებს ყო­ველ­თვის თა­ვად არ­ჩევ­და, ანუ რა­კურ­სი სწო­რად უნდა შე­ერ­ჩია, ისე, რომ ეს თა­ვად “ბე­სა­რი­ო­ნო­ვიჩს” მოს­წო­ნე­ბო­და. ფოტო უნდა ყო­ფი­ლი­ყო ახლო კად­რი, მაგ­რამ ნა­თე­ლი და მე­ტყვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით…” – იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­მა­რი გუ­რა­რი­ის ახ­ლო­ბე­ლი მაია კაც­ნელ­სო­ნი.

“რაც შე­ე­ე­ხე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ფო­ტოს “დიდი სა­მე­უ­ლი”, ლი­ვა­დი­ის სა­სახ­ლე­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვიდ­რე სამი ლი­დე­რი სა­უბ­რობ­და, მე ერთი ფირი მთლი­ა­ნად ამოვ­წუ­რე და მე­ო­რე­ზე გა­და­ვე­დი. რო­დე­საც ისი­ნი სა­ვარ­ძლებ­ში ჩას­ხდნენ, კი­დევ გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე დუბ­ლი, შემ­დეგ კი ჩემ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ოთა­ხის­კენ წა­ვე­დი. იქ სა­ვა­რა­უ­დოდ მო­რი­გე­ობ­და “ჩე­კის­ტი”, რო­მე­ლიც არ უნდა შე­მემ­ჩნია. გავ­ხსე­ნი პირ­ვე­ლი ფირი და გავ­შტერ­დი, არ­ცერ­თი კად­რი არ ვარ­გო­და, არა­და ამ ფო­ტო­ებ­ზე ჩემი სი­ცო­ცხლე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი… იმ­დე­ნად ცუ­დად გავ­ხდი, რომ “ჩე­კისტსაც” კი შე­ვე­ცო­დე და მკი­თხა, ფერი რა­ტომ და­კარ­გეო… ხომ არ ვე­ტყო­დი, არც ერთი ფოტო არ ვარ­გა-მეთ­ქი… ეს ამ­ბა­ვი სტა­ლი­ნამ­დე ელ­ვის სის­წრა­ფით მი­აღ­წევ­და და დახ­ვრე­ტა არ ამ­ცდე­ბო­და… მე­ო­რე ფი­რის კად­რე­ბი ვარ­გი­სი აღ­მოჩ­ნდა და ასე გა­დავ­რჩი… ფორ­ტუ­ნამ გა­მი­ღი­მა”, – ასე იხ­სე­ნებ­და ფო­ტოს ავ­ტო­რი გუ­რა­რიი ურ­თუ­ლეს სა­მუ­შა­ოს.

კი­დევ ერთი ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რი ევ­გე­ნი ხალ­დე­ია. ფო­ტოს სა­ხე­ლად “საბ­ჭო­თა დრო­შა რა­იხსტაგ­ზე” ჰქვია. მისი გა­და­ღე­ბის ში­ნა­არსსა და ზო­გა­დად ფო­ტოს გარ­შე­მო დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხალ­დე­იმ იპო­ვა ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მის­თვის პო­ზი­ო­რო­ბას დას­თან­ხმდა და გა­და­ღე­ბე­ბის მთე­ლი სე­რია ჩა­ა­ტა­რა. მას სურ­და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ჯო რო­ზენ­თა­ლის მსგავ­სად ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო გა­და­ე­ღო. უამ­რა­ვი კად­რი­დან ერთ-ერ­თმა მზის სი­ნათ­ლე იხი­ლა და აღი­ა­რე­ბაც მო­ი­პო­ვა… დღემ­დე კა­მა­თია ფო­ტოს ში­ნა­არსსა და გა­და­ღე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ფო­ტოს­თვის ორი ჯა­რის­კა­ცი შე­ირ­ჩა: ქარ­თვე­ლი მე­ლი­ტონ ქან­თა­რია (სტა­ლი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც ასე­ვე ქარ­თვე­ლი იყო) და რუსი მი­ხა­ილ ეგო­რო­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში დრო­შა უკ­რა­ი­ნელ­მა ალი­ო­შა კო­ვა­ლი­ოვ­მა აღ­მარ­თა…

ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ Agonyok-ში უნდა და­ბეჭ­დი­ლი­ყო, თუმ­ცა მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა შე­ნიშ­ნა, რომ სერ­ჟანტ აბ­დუ­ლა­ხიმ ის­მა­ი­ლოვს, რო­მე­ლიც კო­ვა­ლი­ოვს ორი­ვე ხე­ლით იჭერ­და, ორი­ვე მა­ჯა­ზე ეკე­თა სა­ა­თი, ერთ-ერ­თზე – ორი ერ­თად… ფოტო ასე არ უნდა გა­სუ­ლი­ყო, რად­გან ეს მითს იმა­ზე, რომ საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი არ იპა­რავ­დნენ, გა­ა­ცამ­ტვე­რებ­და… ხალ­დე­იმ ჟურ­ნა­ლის­თვის ჯა­რის­კა­ცის ორი სა­ა­თი “გა­აქ­რო”.

ალექ­სან­დე ხლებ­ნი­კო­ვის ფოტო, “რძე” სრუ­ლად გად­მოს­ცემს საბ­ჭო­თა ეპო­ქის მა­ტე­რი­ა­ლურ ყო­ფას, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, მის ფე­რებს… “ვი­საც მცი­რე დრო­ით მა­ინც უცხოვ­რია საბ­ჭო­თა დრო­ში, ამ ნა­ტურ­მორ­ტის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­და­ვარ­დე­ბა საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლიზ­მში…”- წერს bbc.com-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი ალექ­სან­დრე კანი.

მი­მოხ­ვილ­ვე­ლი ასე­ვე გან­ხი­ლავს ნი­კო­ლაი სვი­შე­ვი-პა­ლას ფო­ტოს “მო­დე­ლი ბურ­თით”. ფოტო 1874 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და კრი­ტი­კის ნი­აღ­ვრის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­იხ­ვე­ჭა, თუმ­ცა, სა­ჯა­როდ 1920-იან წლებ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს… მისი ნა­ტუ­რის ვი­ნა­ო­ბა კი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, რად­გან მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­თი თა­მა­მი სცე­ნის­თვის მზად არ აღ­მოჩ­ნდა.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები