საბედისწერო ნიშნობა – ავიაკატასტროფაში დაღუპული წყვილი (ვიდეო)

ტრაგედიით დასრულებული ბედნიერება. ეგვიპტეში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფამდე, შეყვარებულმა მიჭმა მის რჩეულ გოგონას ხელი სთხოვა. ინფორმაციას ტელეკომპანია life-news ავრცელებს.
შარმ-ელ-შეიხის ავბედით რეისზე დაღუპულ 224 მგზავროს შორის, ახალგაზრდა წყვილი – 19 წლის ალექსანდრა ჩერნოვა და 21 წლის ევგენი იავსინიც არიან. მათი მეგობრების თქმით, ბიჭმა შეყვარებული ეგვიპტის კურორტ შარ-ელ-შეიხზე დასასვენებლად სპეციალურად წაიყვანა, რათა მისთვის იქ ხელი ეთხოვა.

2ალექსანდრასა და ევგენისთვის ეს, მათი პირველი ფრენა იყო დასასვენებლად. ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი თანხას სპეციალურად აგროვებდა, რათა შეყვარებული ეგვიპტეში წაეყვანა.

„საშა გაფრენამდე ძალიან ბედნიერი იყო. სიხარულისგან ფაქტობრივად დაფრინავდა. ამბობდა, რომ ევგენიმ მას სიურპრიზი გაუკეთა და შემდეგ, ამ ამბავს დეტალურად მომიყვებოდა. მოგვიანებით ჩვენი საერთო მეგობრებისგან შევიტყვე, რომ მან იქ მას ცოლობა სთხოვა“,- აცხადებს დაღუპული გოგონას მეგობარი.

3

ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წყვილის ახლობლები და მეგობრები მათ დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ევგენის და ალექსანდრას ერთმანეთი დიდი ხნის მანძილზე უყვარდათ. ტრაგედია კი, რომელიც მათ გადახდათ, სწორედ მათივე ბედნიერ წუთებს დაემთხვა.

 „საშას მე კარგად ვიცნობ. ის და ევგენი ძალიან ლამაზი წყვილი იყვნენ. ჩვენ ერთად ვერთობოდით ხოლმე მაგიდის ტენისით. საშა ჩვენს ქალაში საცხოვრებლად, არხანგელსკიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა. იმ დროისთვის ევგენი სხვა კლუბში თამაშობდა, შემდეგ კი ჩვენ შემოგვიერთდა. მათ შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ნახვისას შეუყვარდათ ერთმანეთი. მათი სიყვარულის ისტორია დიდხანს გრძელდებოდა. ამას გარდა, ისინი ერთ დღესაც იყვნენ დაბადებული (2 მარტს)“,- აცხადებს დაღუპული წყვილის მეგობარი.

4

ეგვიპტეში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფას 224 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის 27 ბავშვიც იყო. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.  დაღუპულთა შორის რუსეთის 13 რეგიონის მცხოვრებნი არიან, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობა- 127 ადამიანი ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან იყო.

ეგვიპტეში, ტრაგედიის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამძებრო და საგამოძიები სამუშაოები. მაშველებმა ცხედრების უმეტესობა უკვე იპოვეს. გვამები წუხელ კაიროშოს მორგში გადაასვენეს. ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები ეგვიპტურმა და დასავლურმა მედიამ უკვე გაავრცელა. საზარელ კადრებში ასახულია ნაფლეთებად ქცეული თვითმფრინავი, რომლის პირვანდელი სახით ამოცნობაც რთულია.

14

ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავი „A-321“ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ -შეიხიდან გუშინ დილით 06:21 საათზე აფრინდა. რეისი 9268-ის ბორტზე 224 მგზავრი (მათ შორის 17 ბავშვი) და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. 25 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა. რუსულმა ავიალაინერმა კატასტროფა ეგვეპტეში, სინაის ნახევრაკუნძულზე განიცადა. უკვე ცნობილია თვითმფრინავის ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრთა ვინაობა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. ასევე ცნობილია მომხდარი ავიაკატასტროფის პირველი ვერსიაც. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავის გათიშვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ლაინერმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ეგვიპტის ხელისუფლებამ უკვე შექმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს გამოიძიებს. „ფრანს პრესმა“ გუშინ ინფორმაციაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსული ავიალაინერის ჩამოგდებაზე პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

საზარელი ტრაგედიის გამო, რუსეთში კი დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.

1 5 6 7 8 9 10 11 12 13 15 16 17 18 19 20

https://www.youtube.com/watch?v=ghsLV7W2XOU

კომენტარები

სხვა სიახლეები