ბათუმის 89-ე უბანზე ამომრჩეველი რამდენიმე წუთის განმავლობაში დააყოვნეს. კომისიის წევრებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა. თავად მოქალაქე კი ირწმუნებოდა, რომ ის უბანზე დღეს პირველად მივიდა და ხმა არ მიუცია.
აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველმა მანდარინი გაფცქვნა. პრობლემა ხელის დაბანის შემდეგ ამოიწურა და მოქალაქემ ხმის მიცემა შეძლო.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ტარიელ თებიძის განმარტებით, მანდარინის სითხე აპარატმა მარკირებად აღიქვა.
წყარო: “აჭარის ტელევიზია”.