სააკაშვილი: მე და ლიზა ერთად ვართ, ძველი ურთიერთობებისთვის ყველას მადლობა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი რჩეულის ლიზა იასკოს ერთობლივი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, სადაც ისინი თანაცხოვრებაზე საუბრობენ.
მიმართვაში სააკაშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ სურს ყველამ გაიგოს მისი ახალი რჩეულის შესახებ.
როგორც ვიდეოს აღწერაში იასკო წერს, ვიდეო საქართველოში გამგზავრებამდეა ჩაწერილი.
“ეს ვიდეო მიშას სამშობლოში წასვლამდე ჩავწერეთ. მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას, რადგან ნამდვილ მებრძოლებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო სახელმწიფოს მიმართ ასეთი სიყვარულით”, – წერს ლიზა იასკო ვიდეოს აღწერაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები