სააკაშვილი: არაფერს ვიყნოსავ, არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალება არ გამისინჯავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გადაცემაში – “სტუმრად დიმიტრი გორდონთან” მონაწილეობა მიიღო, სადაც მან წამყვანის რეპლიკაზე საპასუხოდ ნარკოტიკების შესახებ ისაუბრა.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ის ნარკოტიკებს არ იყნოსავს და ნარკოტიკული საშუალება არც არასდროს მოუხმარია.
წამყვანი: „მსმენია, რომ სააკაშვილი უცნაურად იქცევა, ალბათ რაღაცას იყნოსავს“…
სააკაშვილი: “მათ ძალიან გაუმართლათ, რომ არ ვიყნოსავ, მათ, ვინც ასე ფიქრობს. ამას ჩემზე ამბობენ ის ადამიანები, რომელთაც არ ვუყვარვარ და ნებისმიერი რამის მოფიქრება შეუძლიათ. ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. არანაირი სახის ნარკოტიკული საშუალება არ გამისინჯავს. საქართველოში, თავის დროზე, ჩვენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ვიბრძოდით, რამაც ძალიან დააზარალა კლუბები. მახსოვს, ერთხელ ერთი მსახიობი გოგო მოვიდა ჩვენთან და მეუბნება, ბატონო პრეზიდენტო, ვერაფერს ვშოულობო და მე ვუთხარი, თუ რამეს ნახავ, არავინ არაფერს დაგიშავებს და ერთად მოვიხმაროთ-მეთქი, ანუ დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიც არ უნდა ეძებნა, ვერანაირ ნარკოტიკულ საშუალებას ვერ იპოვიდა”, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები