რუსთავში ქმარმა ცოლს ხელი ჰკრა და აუზში ჩააგდო (ფოტოკოლაჟი)

რუსთავში, სასტუმრო “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოლდავეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა იხუმრეს. სასტუმროს წინ განთავსებულ ღია აუზში ქმარმა მეუღლეს ხელი ჰკრა და ჩააგდო. თვითმხილველებს მომხდარი ფაქტი წყვილს შორის ურთიერთდაპირისპირება ეგონათ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ტურისტებმა მხოლოდ იხუმრეს და მათ გაგრილება უნდოდათ.

ფოტოები: Info rustavi

კომენტარები

სხვა სიახლეები