სოციალურ ქსელში ნაწამები ლეკვის ფოტოები ვრცელდება. როგორც „კვირა+“-მა გაარკვია, ქალაქ რუსთავში ბავშვებმა ძაღლი სასტიკად აწამეს.
„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ წერს, რომ ვეტერინარების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ლეკვი დაიღუპა. ძაღლს სწორი ნაწლავი და საშვილოსნო გახეული ჰქონდა.
„ვერ გადარჩა პატარა. ბავშვებს უკანა ტანში ჯოხი შეურჭიათ, სწორი ნაწლავი და საშვილოსნო გახეული იყო. რადგან რუსთავში გუშინ ვეტერინარი არ იყო, ლალიკო თვალიაშვილი და მისი მეგობრები თბილისში ჩამოვიდნენ და ლეკვი ლაგოვსკის კლინიკაში მივიყვანეთ. ნაკერები დაედო, გამაყუჩებელი. ყველაფერი გაუკეთდა, მაგრამ უკანა გზაზე დაიღუპა. მშობლებო, ასეთ სადისტებს რატომ ზრდით?“ – წერს „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
Prev Post
სხვა სიახლეები