როცა სტანდარტებს არ აკმაყოფილებ: მარტივი გზა, რომელიც თავს ყველაზე ლამაზად გაგრძნობინებს

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავი ლამაზად და მიმზიდველად იგრძნოს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული – მისი თავდაჯერებულობა, მიმზიდველობა და თვითშეფასება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გარეგნობა ემოციებზეც მოქმედებს და გასწავლიან, თუ როგორ შეინარჩუნოთ სილამაზე მრავალი წლის განმავლობაში.

მთავარი პრობლემა ეს არის: სილამაზის სტანდარტები ცვალებადი და სრულიად არარეალურია. ამიტომ მათზე მორგებით ყოველ ჯერზე მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.

სილამაზე თანამედროვე საზოგადოების გაგებაში არის პირობითი რამ და ეს დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე. უპირველეს ყოვლისა, რასაც გარე სამყარო ავრცელებს მედიის და სოციალური ქსელების სხვადასხვა ფორმით. ფერმკრთალი კანის მოდა მე-18 საუკუნეში განპირობებული იყო იმით, რომ მდიდარი ქალები არ მუშაობდნენ და ისხდნენ სახლში, ხოლო სხვები მინდორში მუშაობდნენ. ამრიგად, სიტყვა “სილამაზე” და “სიმდიდრე” თითქმის სინონიმი გახდა.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეიცვალა ეს ტენდენცია მოგვიანებით. ისინი, ვინც უფრო ღარიბები იყვნენ, იძულებულნი იყვნენ, დღეები გაეტარებინათ ოფისებში და მილიონერებს შეეძლოთ ზღვაზე იახტებით მგზავრობა. ამიტომ რუჯი, სიფერმკრთალის ზუსტად საპირისპირო კულტად ამაღლდა.

მოდის ტენდენციების ცვლილებებზე თვალყურის დევნებით, შეიძლება მივიდეთ ერთადერთ სწორ დასკვნამდე: შეუძლებელია უნივერსალური სილამაზის პოვნა.

საკუთარ გარეგნობაზე მუშაობა ყოველთვის სულის, ემოციური მდგომარეობისა და სხეულის განკურნებაა. არცერთი ეს კომპონენტი არ უნდა დაგვავიწყდეს. უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, თქვენს ჰორმონალურ სამყაროს, რომელიც, ფაქტობრივად, მცირე ასაკიდანვე განსაზღვრავს ქალის ჯანმრთელობას.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები:

1. დროულად შეამცირეთ სტრესი, გაუფრთხილდით კვებას, სუნთქვას, ძილს, რბილ ვარჯიშებს.

2. შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ტოქსინების არსებობა თქვენს კოსმეტიკასა და ჰიგიენურ საშუალებებში. ყოველთვის შეისწავლეთ ქილების და მილების ეტიკეტები, რომელთა შეძენასაც აპირებთ. სინანულის გარეშე გადაყარეთ ყველაფერი, რაც შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ან ქიმიურ ნაერთებს.

3. და, რა თქმა უნდა, არა პლასტიკური! ოპერაციული ან ინიექციური სილამაზის ყველა ეს ილუზია არის სწრაფი გზა დაბერების, სხეულის განადგურების, შეუქცევადი ანთებითი პროცესებისა და თქვენი ბუნებრივი სილამაზის განადგურებისკენ!

წყარო: https://marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები