“რომ დავბრუნდები, ჩემს ეზოში შემხვდება დედა, რომელიც ჩუმად, სულმოუთქმელად, წლებია მელის”- აშშ-ში მოკლული ქართველი ექიმის ლექსი

რომ დავბრუნდები…

რატომ მეგონა ჟამთა ცვლანი შეცვლიდნენ გრძნობებს,
რატომ ვცდილობდი დავიწყებას სამშობლო მთების;
რატომ არ ვცნობდი განშორების უძლურ მცდელობას,
გზა აერია ბურუსით და კლდოვანი გზებით.

ვინ გამიქარწყლებს ჩემი სახლის მყუდრო შეგრძნებას,
ვინ შეეცდება დამავიწოს მზიანი დილა,
ოჯახის სითბო და ალერსი მშობელთა მზერის;
მინდა დავბრუნდე. ჩემს ბუდეში დამალვა მინდა.

გადიან წლები და გრძნობები ძალებს იკრეფენ
მოგონებები ანებივრებენ დაღონებულ, გადაღლილ ფიქრებს
მახსოვს ვიდექი ბედნიერი ჩემს კართან სახლის
და ახალი წლის მოსათუთებით ვიჭერდი ფიფქებს.

ნუთუ მეგონა ჟამთა ცვლანი შეცვლიდნენ გრძნობებს,
და დავიწყება შესაძლოა სამშობლო მთების;
რომ დავბრუნდები, ჩემს ეზოში შემხვდება დედა,
რომელიც ჩუმად, სულმოუთქმელად, წლებია მელის.

დავით კანდელაკი

კომენტარები

სხვა სიახლეები