რომის პაპი თემქაზე მოხუცებულთა თავშესაფარს მოინახულებს – საქართველოში ვიზიტის დეტალები

რომის პაპის საქართველოში ვიზიტისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია, თუმცა ცნობილია, რომ პონტიფიკოსს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ გააჩნია. კათოლიკური ეკლესიის ლიდერის უსაფრთხოებას საქართველოს სახელმწიფო და ვატიკანის უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.
ოფიციალური პირებისა და კათოლიკოს პატრიარქთან პირისპირ შეხვედრის გარდა პაპი ფრანცისკე ეწვევა თემქის დასახელებას, სადაც მოხუცებულთა თავშსაფარის ბენეფიციარებს მოინახულებს.
“მას სურს შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, საქართველოს პატრიარქთან ექნება განსაკუთრებული, პირადი შეხვედრა. კათალიკოს პატრიარქი მასთან ერთად ეწვევა მცხეთას. პაპს ძალიან უყვარს შეხვედრები ავადმყოფებთან, ღარიბებთან. ეს არის მისი მოთხოვნა. ერთი შეხვედრა ექნება თემქაზე. იქ გაიმართება შეხვედრა ავადმყოფებთან და მოხუცთა თავშესაფარშიც მივა”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები