გაიგეთ რომელ ტკბილეულთან ასოცირდებით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
1 ვერძი: ცხელი შოკოლადი
ქალი-ვერძი – ვნებიანი და ამაღელვებელი ნატურაა. “ცხელ შოკოლადთან” ურთიერთობისას აუცილებელია ვნების რეჟიმში გარკვეული ტემპერატურის შენარჩუნება იმისათვის, რომ ვერძი არ განელდეს. თუმცა ის უბრალო ცხელი შოკოლადი არ გეგონოთ, მას დამატებული აქვს სხვადასხვა სანელებელი – მიხაკი, ჯანჯაფილი, ფაჩული და შავი წიწაკა. ასეთი ცეცხლსაშიში “სამზარეულო” რეკომენდებული არ არის მათთვის, ვინც სამარხვო კერძებს არის მიჩვეული და ვისთვისაც მძაფრი შეგრძნებები და ცეცხლოვანი ვნება უცხო ხილია.
2 კურო – “ჩიტის რძე”
ამ კანფეტს მეტ-ნაკლებად გასაგები გულსართი აქვს. მშვიდი, მშვიდობისმოყვარე, ხბოს გამომეტყველებიანი კურო იშვიათად გამოდის წყობილებიდან. “ჩიტის რძე” – ოჯახური კერის, კომფორტისა და სიმყუდროვის სიმბოლოა. ამიტომაც ასტროლოგები თვლიან, რომ ქალი-კუროებისგან საუკეთესო ცოლები გამოდიან. თუმცა “ჩიტის რძე” შესაბამის “შენახვის პირობებს” საჭიროებს. მისთვის აუცილებელია საიმედო პარტნიორი – “მამაკაცი-ყუთი”, რომელთან ერთადაც ქალი-კურო თავს დაცულად იგრძნობს.
3 ტყუპი: “რაფაელო”
ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს უწონოა, ჰაეროვანი, მაგრამ სინამდვილეში ეს გარეგნული სატყუარაა. თითოეულ ქალ-ტყუპს გულში თავისი კაკალი ჰყავს. მამაკაცების უმეტესობამ იცის, რომ “რაფაელოს” დაჭერა მარტივი არ არის. ის მალე იხიბლება, მაგრამ ასევე მარტივად კარგავს ინტერესს, თუ ურთიერთობაში მოწყენილობამ დაისადგურა. ტყუპის ხასიათის ასეთი სიმსუბუქე და ზედაპირულობა მისივე ინტელექტითა და მრავალმხრივი ბუნებით იჩრდილება.
4 კირჩხიბი: მარმელადი
ამ დელიკატესს მთელ მსოფლიოში უამრავი მოყვარული ჰყავს. როგორც მარმელადს აქვს მომზადების უამრავი წესი, ასევე ქალ-კირჩხიბსაც სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, რადგან არასწორი მოპყრობით ის შესაძლოა, საერთოდ უვარგისი გემოსი გახდეს. ნაზი და მგრძნობიარე ბუნების მქონე კირჩხიბი ვერ იტანს ძლიერ სასიყვარულო ცეცხლს – ასეთ დროს ის დნება და ჟელედ გადაიქცევა. ახალგაზრდა მარმელადი ურთიერთობაში რომანტიკას ითხოვს, თუმცა დროთა განმავლობაში უხეშდება ან წელვადი და წებოვანი ხდება, ცდილობს რა, შეინარჩუნოს და არ გაუშვას პარტნიორი.
5 ლომი: კარამელი
კარამელი – ბევრი კანფეტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მის მომზადებას დიდი მოთმინება სჭირდება. მხოლოდ დიდი მოთმინებისა და მონდომების შედეგად გადაიქცევა უბრალო შაქარი ქარვისფერ თხევად თაფლად, განუმეორებელი არომატით.
ქალი-ლომი-კარამელი – დიდი სატყუარაა ტკბილეულის მოყვარული მამაკაცების აზრით. ის ხომ ხშირად ძვირფას ნივთად აჩვენებს თავს, თუნდაც სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდეს. თუმცა გარშემომყოფთა აღფრთოვანებით გათამამებულს შეუძლია იყოს ძალიან გემრიელი და დაამშვენოს ნებისმიერი მდიდრული დღესასწაული.
6 ქალწული: თხილი შოკოლადში
ქალი-ქალწული მყარი დესერტების რიცხვს მიეკუთვნება, ისეთების, როგორებიცაა თხილიანი კანფეტები, გრილიაჟი და პრალინე. ქალწულის ცხოვრება, როგორც წესი, მკაცრად დადგენილ წესებს ემორჩილება, მაგრამ ასეთი ქალის ერთი შეხედვით ამოცნობა ძალიან ძნელია. უკარება ხასიათი ბევრ მამაკაცს აღაგზნებს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან მიკარებამ შესაძლოა, კბილებიც კი დააკარგვინოს მას. ამიტომაც თავდაპირველად ის ცოტათი მაინც უნდა გაალღვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ შეიგრძნოთ დაუვიწყარი, ხან კი დაუცხრომელი ვნების გემო.
7 სასწორი: კენკრა შაქრის მინანქარში
მომინანქრებული კენკრა – არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ სასარგებლო ტკბილეულია. ასეთი ქალი “ყველგან არ ყრია”. შაქრისა და ვანილის პუდრა – არასამუდამოა და ფაქიზი. ასე რომ, მისთვის გემოს გასინჯვის დიდი ხნით გადადება არ ღირს… ქალი-სასწორები ვერ იტანენ დისკომფორტს და უხეშ მოპყრობას.
8 მორიელი: შაქარყინული
ქალ-მორიელს შეუძლია თავისი სურვილებისა და გრძნობების გაყინვა, თუმცა, საჭიროებისამებრ, გალღობაც არ არის მისთვის ძნელი. სიყვარულში ქალი-შაქარყინული – ძალიან საინტერესო ეგზემპლარია. თავდაპირველად შორიდან უნდა დატკბე მისი ცქერით, შეისწავლო ის. ჩაკბეჩა რეკომენდებული არ არის, მხოლოდ მგრძნობიარედ უნდა ჩაწუწნო. “შაქარყინულს” განსწავლული საყვარელი სჭირდება, რომელიც უპირატესობას ერთფეროვან, მაგრამ ხანგრძლივ გემოს ანიჭებს. საერთოდაც, “შაქარყინული” დროთა განმავლობაში არ იცვლის გემოს. “შაქრის ეს კრისტალი” უნდა შეისწავლოთ აუჩქარებლად, სიამოვნებით – გადადოთ, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეთ მას. ამ მიზეზით შაქარყინული ბევრ ტკბილისმოყვარულს იზიდავს.
9 მშვილდოსანი: ფორიანი შოკოლადი
მთელი ხიბლი ბუშტებშია… ფორიანი შოკოლადი შეგვიძლია შამპანურს შევადაროთ, რაც რუხ ყოველდღიურობაში დღესასწაულის შეგრძნებას იწვევს.
ქალ-მშვილდოსნებს ფეთქებადი ტემპერამენტი და ბუნება აქვთ. ყოველ შემთხვევაში, მასთან ერთად მიზანდასახულობისა და წინ სწრაფვის სურვილი არასოდეს ქრება.
10 თხის რქა: ალუბალი შოკოლადში
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაფრის, მათ შორის, საკუთარი სილამაზისა და ენერგიის დიდი ხნით შენახვისა და “დაკონსერვების” უნიკალური უნარი აქვთ. ასეთი კანფეტის ფლობა – მამაკაცებისთვის ნამდვილი ბედნიერებაა. თუმცა, ისეც ხდება, რომ ცხოვრების პოტენციურ წარმომადგენელთან გადაჭარბებული მოთხოვნების გამო ის მარტოხელა რჩება და ამ შემთხვევაში ის წვნიანი, რომით ან კონიაკით გაჟღენთილი კენკრიდან უგემურ, გაყინულ “ზამთრის ალუბლად” გადაიქცევა.
11 მერწყული: ბეზე
ბეზე – ათქვეფილი ცილისგან მომზადებული ფრანგული დესერტია. ასეთ ქალთან ურთიერთობა – ერთი სიამოვნებაა. “ბეზე” სხვადასხვაგვარია: ნაზი და ისეთი, პირში რომ დნება; რბილი და მკვრივი, ჩვეულებრივი და ეგზოტიკური; თხილით, ნუშითა და შოკოლადით… “ბეზეს” გემო შეიძლება სრულიად მოულოდნელი იყოს. რთული საკითხი კი იმაში მდგომარეობს, როგორ მიაღწიოთ მასთან ერთად სტაბილურობას. ის, რაც გუშინ გასაგები იყო, დღეს შესაძლოა, აბსოლუტურად საწინააღმდეგო მნიშვნელობით მოგევლინოთ მასთან ურთიერთობისას. ბეზე – ნამდვილი აღმოჩენაა ყოველგვარი უცნაურისა და ორიგინალურის მოყვარულთათვის.
12 თევზები: კანფეტი ლიქიორით
ქალი-თევზები ძალიან ნაზი და მათრობელაა. ამიტომაც ის ყველანაირი ტიპის მამაკაცისთვის შეიძლება სასიყვარულო ალკოჰოლად იქცეს და მასზე დამოკიდებულიც გახდეს. უხდება ყველაზე უზრუნველყოფილი და რესპექტაბელური ტკბილეულის მოყვარულებს.
წყარო: http://droni.ge