რომელი ფერები მოწონს თქვენს შვილს? – ამით მის შესახებ ბევრ საინტერესოს შეიტყობთ

ფერს ადამიანზე უდიდესი გავლენა აქვს. ამას ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ხშირად აღნიშნავენ. ფერით მკურნალობის მეთოდიც არსებობს, იგივე ფერთა თერაპია. ფერები საკუთარ შვილზეც ბევრ რამეს გიამბობენ, თუ პატარას ხატვის პროცესში დააკვირდებით. რომელი ფერის ფანქრებსა და ფლომასტერებს იყენებს ყველაზე ხშირად? რომელი ფერის ჩაცმა მოსწონს უფრო? როცა ამას დაადგენთ, გაეცანით, რას მეტყველებენ ფერები თქვენი შვილების ნახატებიდან?

ფერი და განწყობა:
ფერის არჩევისას ბავშვი თავის განწყობას გამოხატავს. დარდს, სიხარულს, აგრესიას თუ შემოქმედებით აღმაფრენას. თუ ბავშვი ერთ ფერს გამოკვეთილად ეტანება, თანაც საკმარისად დიდხანს, ესე იგი მის პიროვნებაში შემოქმედებითი ნიჭი დომინირებს. თუ სხვადასხვა ფერებს უხამებს ერთმანეთს, ესე იგი რამდენიმე სფეროში აქვს ნიჭი.

“ყვითელი” ბავშვები

ამ ფერის მოყვარული ბავშვები შემოქმედებისკენ არიან მიდრეკილნი. ფერთა ენაზე ყვითელი სულიერებას ნიშნავს. “ყვითელი” ადამიანები ლაღები, თავისუფლები, ორიგინალურები არიან. მათ მეოცნებე და ფანტაზიორი ბუნება აქვთ, მეზღაპრეები არიან. ამ ბავშვებს რეალური სამყაროსგან მოწყვეტა და სასურველის სინამდვილედ გასაღება სჩვევიათ. “ყვითელი” ბავშვი ძირითადად მარტო თამაშობს.

“იისფერი” ბავშვები
მდიდარი შინაგანი ბუნება აქვთ, ნამდვილი არტისტები არიან. იისფერი საიდუმლოებაა, მისტიკა, თამაში… ამ ბავშვებს სურვილებში წინააღმდეგობრიობა ახასიათებთ. ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობებს ავლენენ. “იისფერი” ბავშვები მგძნობიარეები და ძალიან გულჩვილები არიან.

“წითელი” ბავშვები
გულღიები და აქტიურები არიან. ეს სისხლის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ენერგიისა და ძალის ფერია. ასეთი ბავშვები თითქმის ყოველთვის ლიდერები არიან თავიანთ წრეში. მათი დამორჩილება რთულია. ამ ბავშვებთან მშობლებს და მასწავლებლებს ნამდვილად შავი დღე ადგათ.

“მწვანე” ბავშვები
ძალიან დინამიკურები და პატარა პრაგმატისტები არიან. არ უყვართ, როცა რაიმეს თავისი ძალებით აღწევენ, სხვის ხარჯზე ურჩევნიათ “გამოძრომა”. თუნდაც იძულების გზით. სხვათა შორის, მწვანე ფერის მოყვარულები შრომისმოყვარენი არიან.

“ყავისფერი” ბავშვები

ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. სხვებთან კონტაქტი უნდათ, თუმცა მაინც თავის თავში ჩაკეტილები რჩებიან. ხშირად ავლენენ ეგოიზმს, ვარდებიან მელანქოლიაში და დეპრესიულ მდგომარეობაში.

“ცისფერი” ბავშვები
ისინი “წითლის” სრული ანტიპოდები არიან. ფსიქოთერაპევტები და ნევროპათოლოგები აღნიშნავენ, რომ “წითელი” ბავშვების დამშვიდება “ცისფერი” ბავშვის გვერდით ჯობს, ცისფერს კი ყველაზე კარგად წითელი გაააქტიურებსო.
“ცისფერები” გაწონასწორებული, მშვიდები არიან, ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებენ. ცისფერი წესრიგის, წესების და კეთილგონიერების ფერია. ასეთი ბავშვები იშვიათად ხდებიან ლიდერები. სამაგიეროდ, წესიერებისთვის ყველანი პატივს სცემენ.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები