როდის უნდოდა ბესელიას მისი გმირი თოჯინას ხმით ეყვირა “ხალხნო” და რა შენიშვნა აქვს მას “ქერის უბნის” სცენარისტებთან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია გადაცემა “პოსტკრიპტუმის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში, სადაც პოლიტიკოსებმა 2014 წელის შეაფასეს, აცხადებს, რომ მისთვის მიმდინარე წელი პოლიტიკურად მძიმე და გარდამტეხი იყო.

ეკა ბესელია საკანონდმებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც შეეხო. მის თქმით, როცა პარლამენტის სასესიო დაბაზი “რინგს“ დაემსგავსა, ინატრა, რომ “ქერის უბანში“ მისი გმირის ხმით – “ხალხნო“, – დაეძახა და აღელვებული დეპუტატები დაემშვიდებინა. ბესელია ფიქრობს, რომ მის ამ შეძახილს, მანდილის ჩაგდებაზე გაცილებით ეფექტური შედეგი ექნებოდა.

“ეს წელი გასული წელთან შედარებით უფრო რთული იყო, და პოლიტიკური პროცესი – ძალიან ხშირად იმდენად დაძაბული და კულმინაციური, რომ ჩემი ცნობილი გმირის არ იყოს, ძალიან ხშირად მინდოდა დამეძახა, – ხალხნო. ბოლოს პარლამენტში სპორტული დღე რომ იყო და “რინგს“ რომ დაემსგავსა საპარლამენტო დარბაზი, აი, იქ ნამდვილად ვინატრე, შემძლებოდა იმ ხმით დამეჭექა, „ხალხნო“ -მეთქი, – ეს სიტყვა. მგონი, მანდილზე უფრო ძლიერ ფუნქციას შეასრულებდა ჩემი ხმა.

ეკა ბესელიას “ქერის უბანში“ მისი გმირი თოჯინა მოსწონს, მისი ერთადერთი შენიშვნა თოჯინას მოკლე კაბაა. ბესელიას სურვილია, რომ გადაცემის შემქმნელებმა მის გმირ თოჯინას კაბის სიგრძე მოუმატონ.
„ჩემი თოჯინათი ძალიან ვხალისობ. ერთადერთი, რასაც ვაპროტესტებ, ისაა, რომ არც ისეთი ეკონომიკური ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ, რომ კაბა დამიმოკლეს, კარგი იქნება, მეტი რომ სიგრძე მისცენ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები