როგორც ამბობენ, მალე ჩვენს პლანეტას დიდი ასტეროიდი დაეცემა. ეს სიმართლეა? სააგენტო “Day.Az”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ 2029 წლის 13 აპრილს ასტეროიდი “აპოფიზი” დედამიწას 38 ათასი კილომეტრით მოუახლოვდება, ეს ათჯერ ნაკლებია, ვიდრე მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი. თუმცა ასეთი მოახლოება დედამიწის მოსახლეობისთვის უსაფრთხოა. მიუხედავად ამისა, არსებობს ალბათობა, რომ “აპოფიზი” დედამიწას 2068 წელს შეეჯახება. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მივიდნენ. მაგრამ კვლევის სიზუსტე მაინც დაბალია. ამასთან, ექსპერტები დიდი ხანია ფიქრობენ, რა უნდა მოიმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. თეორიულად, აფეთქების თავიდან არიდება ციური სხეულის ტრაექტორის ხელოვნურად შეცვლით ან მისი განადგურებითაა შესაძლებელი.