ყველასთვის საყვარელი ქართული ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-6 სეზონი დასრულდა.
როგორც სოციალურ ქსელში სერიალის ერთგული მაყურებელები წერენ, ისინი სერიალის მე-7 სეზონის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
როგორც „კვირას“ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა განუცხადა, სერიალი ტელე-ეთერში თებერვალში დაბრუნდება, ამ დროისთვის კი სერიალზე მუშაობა გრძელდება.
„ახალი სეზონი თებერვალში დაიწყება, რიცხვი ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ ვიცით. ამ დროისთვის ვმუშაობთ ახალ კონცეფციაზე”, – განუცხადა “კვირას დევდარიანმა.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სერიალში ახალი სახეების გამოჩენა, დევდარიანმა ეს საკითხი ინტრიგად დატოვა. “რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ ისე არ დარჩება, თუმცა ყველაფრის თქმისგან თავს შევიკავებ“, – აცხადებს ქეთი დევდარიანი „კვირასთან“ საუბრისას.
სხვა სიახლეები