როგორ ჩამოაგდეს მალაიზიური „ბოინგი“ – ექსპერტებმა კატასტროფის ვიზუალური რეკონსტრუქცია აღადგინეს (ვიდეო)

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა უკრაინაში ჩამოვარდნილი მალაიზიური „ბოინგ MH17“-ის კატასტროფის რეკონსტრუქცია შექმნეს. 15-თვიანი გამოძიებით დადგინდა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავი. რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. რაკეტა მარცხენა მხრიდან პილოტის კაბინას მოხვდა.

მთავარი დასკვნა – „ბოინგის“ ჩამოგდება „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტით არ დადასტურდა. 7 ქვეყნის ექსპერტებისგან შემდგარი საგამოძიებო ჯგუფი აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ ავიალაინერი ჰაერში ნაწილებად დაიშალა. კომისიის გამომძიებლებმა უარყვეს რუსული მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაკეტის ტიპის დადგენა შეუძლებელია.

„მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ- MH17“, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, უკრაინაში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. ტრაგედიის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

https://www.youtube.com/watch?v=irmZssUwd3Q

https://www.youtube.com/watch?v=3-slVDPLqT8

კომენტარები

სხვა სიახლეები