სარა ჩალმერსმა მონაწილეობა მიიღო კვლევაში “ძილს მოკლებული”. ექსპერიმენტის დაწყებისა და დასრულებისას სარას კანს სკანირება ჩაუტარეს, დადგინდა, რომ უძილობამ ქალის კანზე ფორები კიდევ უფრო გააღმავა და მისი კანი საგრძნობლად გაწითლდა, დაბერდა.
ექსპერიმენტის დროს დამკვირვებლები იკვლევდნენ თუ რა მოსდის ადამიანს უძილობით.
პირველ ფოტოზე სარა ექსპერიმენტის დაწყებამდეა გადაღებული. მეორეზე ექსპერიმენტის დასრულებისთანავე.
დროის გასვლის შემდეგ, ქალმა, რომელსაც, ექსპერიმენტის დროს 8 საათის ნაცვლად 6 საათი ეძინა, საკუთარ თავს ცვლილებები შეამჩნია: “ახლა 46 წლის ვარ, მაგრამ გაცილებით ასაკიანად გამოვიყურები. თვალის ქვეშ შავი ზოლები გამიჩნდა, კანი მომემჩვარა, გამიჩნდა ფორები და ლაქები. მოუხერხებელი, დაბნეული და გულმავიწყი გავხდი. ეს ეს მხოლოდ ერთკვირიანი ექსპერიმენტის დროს, როცა დღე-ღამეში 6 საათი მეძინა და წარმომიდგენია, რა ემართებათ იმ ქალებს, ვინც იძულებულია ძილი მოიკლოს”.
სამსახური, შვილები, სოციალური ცხოვრება… შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბოლო დროს ძილის დრო საგრძნობლად შემცირდა. თუ ადრე ადამიანს ჩვეულებრივად 8-9 საათი ეძინა, ახლა ბევრს მხოლოდ 6 საათი სძინავს.
“ძილის სკოლამ” 11 ათასი ადამიანი დაკითხა, ძილისთვის ისინი მხოლოდ 6 საათს იმეტებდნენ. შედეგად, დაუქვეითდათ გონებრივი და ფიზიკური აქტივობა. “გაგიკვირდებათ, მაგრამ ძილისთვის 1-2 საათის მოკლებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება”, – გვიმხელს ექსპერიმენტის მონაწილე სარა.
სარა 3 შვილის დედაა, მას მრავალი უძილო ღამე აქვს გატარებული, მაგრამ მაშინ იგი ახალგაზრდა იყო, ორგანიზმი ადვილად აღდგებოდა, თანაც უქმეებზე, შვილების მოვლაში, დედა და და ეხმარებოდნენ და სარას გამოძინების საშუალება ჰქონდა. მუდმივი უძილობა კი ნელ-ნელა ანგრევს ორგანიზმს.
კოსმეტოლოგი და დერმატოლოგი ანიტა სტარნაჰამი გვირჩევს, არ მოვიკლოთ ძილი “უძილობა აჩენს ნაოჭებს, სახე შუპდება, ჩნდება ჩამუქება თვალების ქვეშ. უნდა გახსოვდეთ, რომ უძილობისას ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოიყოფა კორტიზოლი, იგი არღვევს კოლაგენს და კანის ელასტიკურობას. ამიტომაც უძილობისგან კანი მალე ბერდება”.
ამასთანავე, უძილობის დროს ადამიანის აქტივობის დონე ეცემა, ქვეითდება იმუნიტეტი, ადამიანი უფრო ხშირად ავადდება სხვადასხვა ინფექციით. ამიტომ, ყველა საქმე და გასართობი გვერდზე გადადეთ და გამოიძინეთ!
წყარო: http://www.marao.ge