რანაირად გავიგოთ, თუ როგორ მართავენ ინსტინქტები ჩვენს მოქმედებას? მომდევნო 5 ფსიქოლოგიური ეფექტი ტვინის მოქმედების საიდუმლოს გაგიხსნით.
1 . გარშემო მყოფებს უფრო მეტად მოსწონხართ, როდესაც შეცდომებს უშვებთ.
ის, ვისაც არასოდეს ეშლება, ნაკლებად მიმზიდველი გვეჩვენება იმასთან შედარებით, ვინც შეცდომებს უშვებს. შეცდომების შედეგად თქვენ უფრო ადამიანური ხდებით, ხოლო უშეცდომოები დაუმარცხებლობის ნეგატიურ აურას ქმნიან.
2. დიდი იმედი ახალ რეალობას ქმნის
თუ თქვენ რაიმეს იმედი გაქვთ, ეს აუცილებლად მოხდება. ამას „პიგმალიონის ეფექტი“ ჰქვია. ფსიქოლოგებმა „სეთი“ ტესტი ჩაატარეს – მასწავლებლებს მაღალი IQ-ს ბავშვების სია გადასცეს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. თუმცა წლის ბოლოს ამ ბავშვებმა სხვებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს. მასწავლებლების მოლოდინმა ახალი რეალობა შექმნა.
3. რაც უფრო მეტი არჩევანი გაქვთ, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ კმაყოფილი დარჩებით
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი საბოლოო არჩევანი აბსოლუტურად სწორია, ჩვენ შეიძლება უკმაყოფილოები დავრჩეთ. ამას „არჩევანის პარადოქსი“ ჰქვია და ის არჩევანის სიმრავლის დროს ხდება.
4. რაც უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ თქვენ დაგეხმარებიან.
ხშირ შემთხვევაში ავარიის ამ დანაშაულის მოწმეები არ ეხმარებიან დაზარალებულს. როდესაც ისინი ბევრნი არიან, ყველას მიაჩნია, რომ დახმარებას სხვა გამოიძახებს. მაშინ კი, როდესაც მოწმე ერთია, ის ხვდება, რომ დახმარების აღმოჩენა მხოლოდ მას შეუძლია და უფრო თამამად და აქტიურად მოქმედებს
5. თქვენი შეცდომები იმაზე ნაკლებად ჩანს, ვიდრე თქვენ გგონიათ
იმის შეგრძნება, რომ ჩვენ გამუდმებით ვინმე გვიყურებს, არის აზროვნების თამაში. ადამიანები ჩვენს შეცდომებს ბევრად უფრო იშვიათად ამჩნევენ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ამის შესამოწმებლად ფსიქოლოგებმა ადამიანთა ჯგუფს უცნაური მაისურები ჩააცვეს და შემდეგ ჰკითხეს, რამდენმა ადამიანმა დაინახა, რომ ის უცნაურად გამოიყურება. ამ ადამიანების შეფასებით, ასეთი პირების რაოდენობა რეალურს ორჯერ აღემატებოდა. სინამდვილეში თქვენ ყურადღების ცენტრში ბევრად უფრო იშვიათად ხართ, ვიდრე ამას ფიქრობთ.