ალბათ ცოტა მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრებაში პრიორიტეტულ საკითხს არ წარმოადგენს პროფესიულ სარბიელზე წინსვლის თემა. თუმცა, დამეთანხმებით, სამსახურებრივ კიბეზე “მწვანე შუქის” ასანთებად, პირველ რიგში ზემდგომებთან კარგი ურთიერთობა და მათი მხრიდან წამოსული სიმპათიაა აუცილებელი წინაპირობა. ასტროლოგები აქტიურად მუშაობენ ევროპის ბევრ ქვეყანაში ე.წ. “ეიჩარ-ასტროლოგიის” განხრით, კორპორაციებში ხელმძღვანელობისა და სტაფის ჰარმონიული ურთიერთობების დასაგეგმად. ჩვენ კი დღეს მარტივ ხრიკებს შემოგთავაზებთ საიმისოდ, რომ თქვენს უშუალო უფროსთან კომუნიკაცია გაგიადვილდეთ, თუკი მისი ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნიდ ზუსტადაა თქვენთვის ცნობილი.
მაშ ასე, ფიცხი, საკმაოდ ემოციური და ხშირად კონფლიქტურიც კი არიან ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებული შეფები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. მათთვის მთავარია, რომ თანამშრომელში აქტიურობასა და მუდმივად წინსვლის სურვილს ხედავდნენ. ასეთ უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ, იგი ნაკლებად დაგითხოვთ სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ საკუთარი პოზიცია გაგაჩნიათ და რაღაცის მტკიცედ გჯერათ. თუმცა, ნუ ეცდებით ცეცხლოვანი შეფის ინიციატივა ხელყოთ ან მასზე უკეთესად საქმის კეთების სახალხოდ დემონსტრირება დაიწყოთ. ეს უკვე ნიშნავს თქვენთვის ახლო მომავალში უსამსახუროდ დარჩენას.
წინდახედული, მომთხოვნი და ზომიერად დისტანციურები არიან მიწის სტიქიის უფროსები. კურო, ქალწული და თხის რქა ე.წ. “ვორკოჰოლიკ” ნიშნებს განეკუთვნებიან. მათ არ ახასიათებთ ცეცხლის სტიქიის ადამიანებივით ხმაურიანი ტემპერამენტი და იშვიათადაა ასეთი უფროსისგან თანამშრომელთან ღია და აშკარა დაპირისპირება მოსალოდნელი. ამასთან ერთად, ასეთი უფროსი ძალიან აფასებს მშრომელ ხალხს. ამიტომ, თუ თქვენ პატიოსნად შრომობთ, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცას მასზე უკეთ აკეთებთ ან უკეთ ხედავთ, მიწის სტიქიის უფროსი სამსახურიდან არ დაგითხოვთ, უფრო მეტიც, თუ თქვენი იდეა მას ფინანსურად მომგებიანი ეჩვენება სავსებით შესაძლებელია მოულოდნელად დაგაწინაუროთ კიდეც.
წყლის სტიქიის ნიშნებს შორის დაბადებული თუა თქვენი შეფი ანუ კირჩხიბის, მორიელის ან თევზების ოფისში მოხვდით სამუშაოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ კომპანიაში არათუ კედლებს, კარის სახელურსებსა და საწერ კალამსაც კი ყურები აქვს. ამიტომ ზედმეტ ღლაბუცს და უფროსობაზე ქილიკს მკაცრად არ გირჩევთ თუ არ გინდათ მალე მოგიწიოთ სამსახურთან გამომშვიდობება. მოეკიდეთ სამსახურს როგორც თქვენს მეორე სახლს, ამას თქვენი შეფი აუცილებლად დააფასებს და რაღაც პერიოდის შემდეგ როცა იგი თქვენს ერთგულებაში საბოლოოდ დარწმუნდება, აუცილებლად მოგიმატებთ თანამდებობას და ხელფასს.
დაბოლოს, თუკი ისე მოხდა, რომ ჰაერის სტიქიის ნიშანი შეგხვდათ უფროსად – ანუ ტყუპი, მერწყული ან სასწორია თქვენი უშუალო შეფი გაითვალისწინეთ, რომ დღიდან სამსახურში აყვანისა თქვენი პოზიცია, ხელფასი და თავად ოფისის ადგილმდებარეობაც კი არაერთგზის შეიცვლება. “ჰაერებს” მრავალფეროვნება უყვართ.
განაგრძეთ კითხვა http://www.astrologi.ge