როგორ მოვიქცეთ თუ ქმარი სახლში ნასვამი დაბრუნდა – ხატია სიჭინავას რჩევები ქალებს

ხატია სიჭინავა ქალებს რჩევებს აძლევს. მოჭიდავე, რამაზ ნოზაძის მეუღლე მანდილოსნებს ურჩევს როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როდესაც შინ ქმარი ნასვამი ბრუნდება.
“თუ ქმარი სახლში ნასვამი მოვიდა, მოიმარჯვეთ ბორჯომი (ღამე ბოდიალი რომ არ მოგიწიოთ)… შეხვდით ღიმილით და უთხარით როგორ ძალიან გიყვართ, მიეხმარეთ ტანსაცმლის გახდაში რომ გემრიელად მოთავსდეს ლოგინში და ასევე გემრიელად მიიძინოს, რის შემდეგაც თქვენც შეძლებთ გემრიელად დაძინებას. ან ატეხეთ ისტერიკა, მოუშალეთ ნერვები, მოიშალეთ თქვენც და ჩაიშხამეთ მთელი ღამე… მე პირველს გირჩევდით…” – წერს ხატია სიჭინავა ფეისბუქში.

კომენტარები

სხვა სიახლეები