ბერლინის ზოოპარკში პანდას, სახელად ჯიაო ქინგს დაბადების დღე ზოოპარკის თანამშრომლებმა ტორტითა და სანთლებით მიულოცეს. ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით, სპეციალურად მისთვის მოამზადეს, რომელიც მარტივად მიირთვა. პანდა ჯიაო ქინგი 9 წლის გახდა და 110 კილოგრამს იწონის.
ზოოპარკში მეორე პანდა, სახელად მენგ მენგიც ჰყავთ, რომელმაც დაბადების დღეზე მისვლა მკურნალობის გამო ვერ შეძლო. ზოოპარკის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მალე მენგ მენგ-ის ორსულობის ამბავსაც იზეიმებენ.
დღემდე სამუშაო პროგრამები აქტიურად მიმდინარეობს პანდას სახეობის გადასარჩენად იმის მიუხედავად, რომ ამ ჯიშს გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება.
სხვა სიახლეები