როგორ იქცევიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, სექსამდე და სექსის შემდეგ

ვერძთან
საერთოდ ლოგინში ხართ რო? ისევე როგორც ვერძი მამაკაცისთვის,ვერძი ქალისთვისაც დამახასიათებელია “შემთხვევითი” სექსუალური კავშირები.

მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ანტურაჟი,დრო და ადგილი. მნიშვნელოვანია მხოლოდ სურვილი,რომელიც ვერძს ყოველთვის აქვს. ეს ქალი უაღრესად სექსუალურია. ვერძი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან სიყვარულსა და სექსს. “სექსი მომწონს ჩემს საყვარელ ადამიანთან…_გამოტყდა ერთერთი მათგანი.

ან ნებისმიერთან,თუ იმ პერიოდში საყვარელი ადამიანი არ მყავს.” თუ ეს მხურვალე ქალბატონი შეყვარებული არ არის,მაშინ პარტნიორს ირჩევს ფიზიკური მიმზიდველობის მიხედვით ანუ კარგ ადამიანს კარგი სექსი ურჩევნია. ქალთა ამ ეგზემპლარისგან ისიც გვსმენია, რომ „მამაკაცმა მხოლოდ ის ერთი საქმე უნდა აკეთოს,რაც ყველაზე უკეთ ეხერხება,რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და მრავალმხრივობა კაცებს არ შეუძლიათ.” მაგრამ თუ ვერძი შეყვარებულია,მაშინ პირველივე სექსის შემდეგ მის გულში უნაზესი სენტიმენტების მთელი კასკადი ალდება. ასეთ დროს მისი განცდებისა და გრძნობების რომანტიული გამოხატულება ჰოლივუდური ფილმების სასცენარო მასალაა.

“შემთხვევითი” სექსის შემდეგ ვერძი საკუთარ საქმეებს მიუბრუნდება. განა ის რომ, რამე მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ ფაქტს,უბრალოდ ძალიან ბევრი გადაუდებელი საქმე აქვს და თან სულაც არ სჭირდება თქვენი დახმარება,თქვენ მაინც არაფერი არ იცით! სექსშიც კი „ისე რა” იყავით რა. თქვენ რა,მასთან ჩასახლება ხომ არ გადაგიწყვეტიათ??? ყველაფერი დამთავრდა,სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

კურო
ქალი კურო მამაკაცზე გაცილებით სექსუალურია. არავითარი ხანგრძლივი პრელუდიები, აღმგზნები საშუალებები და დამატებითი ხელსაწყოები საჭირო არ არის. მთავარია,ლოგინი იყოს მყუდრო და მოსახერხებელი. სექსი მისთვის აუცილებლობაა. თუ მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს,ის საკმაოდ მცირე დროში ახერხებს ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილის გაცნობას „ერთმნიშვნელოვნად ნათელი განზრახვებით” და ყოველგვარი მორიდებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვებს,თუ უკეთესი პარტნიორი იპოვა ან სულაც ვინმე შეუყვარდა. ამდენად,მას საკმაოდ პრაგმატული(უფრო მამაკაცური) მიდგომა აქვს ამ დელიკატური საკითხის მიმართ.

უშუალოდ სექსის დროსაც,თუ კურო მამაკაცისთვის სექსის მგრძნობიარე მხარეს აქვს მნიშვნელობა,კურო ქალისთვის ცალსახად პრიორიტეტულია ამ საქმის ფიზიოლოგიური მხარე. ის შესანიშნავი პარტნიორია,თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადმე პასიურია.

ყველა კუროს აქვს პატარა საიდუმლო,სათადარიგო ეროგენული ზონა,რომელიც მასში სასიამოვნო განცდათა ჯაჭვს იწვევს. „ვინც ფლობს ამ საიდუმლოს,ის მართავს კუროს”_ამტკიცებენ ასტროლოგები. საიდუმლოს ამოხსნა კი ნდობის ფაქტორზეა დამოკიდებული,რადგან კუროსთვის უცხოა სირცხვილი ამ სფეროში და ის ღიად საუბრობს საკუთარ სექსუალურ შეგრძნებებსა თუ პრობლემებზე.

კურო… მამაკაცებო,ყურადღებით! კურო ერთადერთი ქალია მთელი ზოდიაქოდან,რომელიც თქვენ გაჭმევთ და გასმევთ,მოგითითხნით ბუტერბროდებს,ჩაის დაგისხამთ და გაგებით მოგეკიდებათ. ცხადია, უანგაროდ არა! მას შემდეგ რაც დანაყრდებით,თქვენ არაორაზროვანი და კატეგორიული ფორმით შემოგთავაზებენ გაიმეოროთ ყველაფერი,რაც უკვე გააკეთეთ,თავიდან. ამჯერად უფრო ნელა და საფუძვლიანად,თორემ რაღაც ვერ გაიგო რაებს ფაფხურობდით იმ სიჩქარეში. აბა,გაბედეთ და უარი უთხარით!

ტყუპები
ქალი ლოგინში გახსნილი და თავისუფალია. “მე ისეთი მრავალფეროვანი ფანტაზიები მაქვს… სამწუხაროა,რომ მამაკაცები თითქმის არასდროს იზიარებენ”_აღნიშნა ერთმა ტყუპებმა. მას მართლაც არაფერი აკვირვებს,თუმცა უფრო მეტს ლაპარაკობს,ვიდრე აკეთებს. მისთვის საინტერესოა სიახლე განიხილოს, სცადოს, მოსინჯოს, ექსპერიმენტი ჩაატაროს და არა ყოველდღე “ერთნაირი,მომაბეზრებელი და სტანდარტული სექსი” ჰქონდეს. ხანგრძლივი დროით ეს ქალი არ გეყოფათ.

ტყუპების კიდევ ერთი მახასიათებელი თვისებაა ლაპარაკი. სექსამდე,სექსის დროს,სექსის შემდეგ! ეს სიტყვიერი ეროტომანები წარმოსთქვამენ ყველაფერს “დან” და “მდე”,რასაც აკეთებენ ან პარტნიორისგან ითხოვენ. მიმდინარე პროცესების დეტალურ ნიუანსებში თხრობა,ტყუპების ავტორობით, ხშირ შემთხვევაში უკურეაქციებს იწვევს მამაკაცებში.

ტყუპები ჯერ ანეკდოტებს მოგიყვებათ,მერე დოლარის კურსს განიხილავს,მერე U2 ს ახალ კლიპზე გადავა,მერე ისევ ანეკდოტი, მერე სიგარეტი გაუთავდება და მეზობელთან გავა სათხოვნელად… მორჩა. თქვენ შეგიძლიათ უკან გაჰყვეთ და საკუთარი არსებობა შეახსენოთ,მაგრამ ამას აზრი არ აქვს.

მგრძნობიარობისა და ეროტიულობის მიუხედავად,კირჩხიბი
ქალი სუსტი საყვარელია. მოდუნება და მრავალრიცხოვანი კომპლექსებისგან განთავისუფლება ამ კდემამოსილი ქალისთვის საკმაოდ რთულია. თავიდან ეს განპირობებულია სიმორცხვით და პარტნიორთან შეუგუებლობით. მას დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცს მიეჩვიოს. შემდეგი ნეგატიური ფაქტორი დაფეხმძიმების შიშია,მერე კომპოტები აქვს მოსახუფი და ა.შ.

თუმცა კირჩხიბთან საქმის დაჭერისას,თქვენ ვერასოდეს გაიგებთ,მართლა კარგად გრძნობს თქვენთან თავს თუ თვალთმაქცობს,რადგან თქვენი დაკარგვის ეშინია. ის უყოყმანოდ ყრის ფარხმალს მამაკაცური ძალის წინაშე და ხშირად ირჩევს კეთილდღეობის იმიტირებას,რაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,მარტივად გამოსდის. არანაირი მოთხოვნები პარტნიორისადმი მას არ გააჩნია.

კირჩხიბი ხშირად განიხილავს სექსს,როგორც “გადასახადს”. მაგალითად,უყიდეთ რაიმე ძვირფასი საჩუქარი და ის თავს ვალდებულად ჩათვლის, თქვენი ყველა სექსუალური კაპრიზი უსიტყვოდ შეასრულოს.

მოკლედ,დაიცავით ყველა ტრადიციული რიტუალი და ღმერთი გფარავდეთ მომაკვდინებელი მოწყენილობისგან. ერთადერთი რეალური მიზეზი,რის გამოც კირჩხიბი ქალი ინტიმურ ურთიერთობას თანხმდება, არის გათხოვება,საკუთარი პატარა ბუდის მშენებლობის პერსპექტივით.

სექსი, როგორც ასეთი,ფიზიკური სიამოვნების წყაროდ ცნობილი საქმიანობა,ძუ ლომს
არ აინტერესებს, ანუ ფიზიკური შეგრძენებები და დაკმაყოფილების ფაქტორი მისთვის უმნიშვნელოა. მისთვის მთავარია ემოციური მხარე.

შეყვარებული ლომი ძალზედ ნაზი და ვნებიანია. მზადაა,პარტნიორის ყველა სურვილი შეასრულოს,ოღონდ მას ესაჭიროება წამყვანი,რადგან საკმაოდ მწირი ფანტაზიები აქვს. როდესაც სექსუალური ურთიერთობის ემოციური მხარე თავს წურავს(ვთქვათ დიდი ხანია გათხოვილია და გრძნობები ჩვევებმა ჩაანაცვლა),ის გაზულუქებული პრინცესასავით იქცევა,რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აღელვებს და თითსაც არ გაანძრევს პარტნიორის სიამოვნებისთვის. ყველაზე „გადამწყვეტ მომნეტში” მისი გონება დაკავებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით,როგორიცაა: რამდენად სექსუალურ და დახვეწილ პოზაში იმყოფება, როგორ რაკურსშია, ტუში ხომ არ გაედღაბნა, ვარცხნილობა ხომ არ გაუფუჭდა და ა.შ. მისთვის რაიმე არაორდინალურის შეთავაზება არ ღირს,უარს გტკიცავთ(შესაძლოა საერთოდ სექს-ბოიკოტიც გამოგიცხადოთ დიდი ხნით).

მამაკაცები ბევრ სასიამოვნო სიტყვას ამბობენ ქალწული
ქალების მისამართით და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ქალწული ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორია,რადგან ის ზუსტად ისეთი იქნება,როგორსაც მისი მამაკაცი ისურვებდა. თუ მას ეტყვიან,რომ „კამასუტრა” უნდა დაიზუთხოს,ის არ დაიწყებს განსჯას და კითხვების დასმას,ასეც მოიქცევა. მაგალითად, ტყუპები გადაფურცლავს,გაიგებს „აი,თურმე რა ყოფილა კამასუტრაო” და გადააგდებს. კირჩიხიბი დაიწყებს და 5-ე გვერდზე გატყდება. ქალწული არა! ის ყველაფერში სანიმუშო და თითით საჩვენებელი მაგალითი უნდა იყოს.

პარტნიორისგან მოითხოვს გაგებასა და ხელმძღვანელობას,ამიტომ ძლიერი ნიშნის კაცები მოსწონს,ვინც მას „გამოთლის” და ფორმას მისცემს. გრიგალისებრი ვნებები და დიდი მგრძნობიარობა მისთვის უცხოა. თუმცა ის მარტივად თანხმდება სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს,განსაკუთრებით „ტექნოლოგიური სიახლეების” გამოყენებით.

სასწორები
საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე არაფერს ჰყვებიან და ყველაფერი, რაც მათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ახასიათებთ,ცნობილია მათი პარტნიორებისგან. სასწორი ქალი სექსს განიხილავს,როგორც ქალისა და მამაკაცის ხანგრძლივი და რომანტიული ურთიერთობის ლოგიკური დასასრულის ესთეტურ გამოხატულებას. ხშირად სასწორი სექსზე თანხმდება მხოლოდ იმიტომ,რომ არ სურს კარგ ადამიანს აწყენინოს და მამაკაცურ ზეწოლას ნებდება. ხშირად,მაგრამ არა ყოველთვის! ის თანახმაა სექსზე, თუ მართლა შეყვარებულია. ამ დროს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მორალური პრინციპები,გარშემომყოფთა აზრი და რჩევები. ბევრ რამეზეა წამსვლელი, ოღონდ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოს.

“შემთხვევითი” სექსის შემდეგ „ხო გიყვარვააარ?” _იკითხავს სასწორი.იმავდროულად,ის იმის გარკვევას ცდილობს თავის არეულ ტვინში, თავად უყვარხართ თუ არა. უკეთესი არ იქნებოდა საერთოდ არაფერი გაგეკეთებინათ? რას იფიქრებს ახლა ხალხი? დედას უთხრას? ან თქვენ როგორ იფიქრებთ მასზე? მაინც ჯერ კარგად არ გიცნობდათ და… ნუ განიცდით! ზუსტად იგივე კითხვები აქვს სასწორს ერთხელ სანაყინეში გასეირნების შემდეგაც.

მორიელი
ქალი ისეთი ძლიერი სექსუალობით გამოირჩევა,არასოდეს გამოსდის საკუთარი ვნებების კონტროლი. სექსში მომთხოვნია,გაუმაძღარი და აგრესიული. მხოლოდ რჩეული მამაკაცები თუ გაუძლებენ მისგან „ხარისხზე გატესტვას”. ლოგინში მორიელმა არ იცის არც ზღვარი,არც აკრძალვები. სწორედ ამ ადგილას იხსნება ის სრულად და აღარფერს მალავს.

„სექსი როგორც სარელაქსაციო საშუალება”_მიმართავს დაგროვილი სექსუალური დაძაბულობის მოსახსნელად. „სექსი როგორც აგრესია”_ახასიათებს დამშეულ მორიელს,განსაკუთრებით ემოციური ფიზიკური აშლილობის დროს.

საკმაოდ ეპატაჟური ქალია. მაგალითად,უბოროტო კითხვაზე “რას აკეთებდი გუშინ?”,შესაძლოა მთელი დამსწრე საზოგადოების გასაგონად გიპასუხოთ: “ისეთს არაფერს. მე და ჩემმა ყოფილმა პლანი მოვწიეთ,მერე მის ამჟამინდელ გოგოსთან ერთად ჯგუფური სექსი მოვაწყვეთ…”

“სექსი? რა სექსი? კიდევ სექსი? მკიდია სექსი! მაგას ჯობია სანადიროდ წავიდეთ. იარაღი გუშინ გავწმინდე. ბიჭებს გადავურეკავ და ცხენებს დაგვახვედრებენ. მოიცა ჯიპს გამოვიყვან ახლა..”_ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა ერთმა მშვილდოსანმა
ქალბატონმა კითხვას,რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში სექსი?

მშვილდოსანი არც ისე სექსუალურია,მაგრამ უკარებაც არ ეთქმის. სადღაც შუაშია. ისევე როგორც მშვილდოსან მამაკაცს,მასაც უუუზომოდ მდიდარი წარმოსახვა აქვს და ყველაფერში მრავალფეროვნებისკენ მიილტვის. თუ მშვილდოსანი კომპლექსებს მოკლებულია(და როგორც წესი,ეს ასეა),თუ კარგ განწყობაზეა(რაც მისთვის ნორმის ფარგლებშია) და უკომპლექსო პარტნიორიც შეხვდა,მაშინ სასიყვარულო სარეცელი სცენას ემსგავვსებაა და იწყება კოსტუმირებული,თავშესაქცევი სპექტაკლი,თავისი სცენარით,სიუჟეტითა და დეკორაციებით.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ პროგნოზირება იმისა,რით დასრულდება მშვილდოსანთან სექსი,სრულიად შეუძლებელია. პოლიტიკური პარტიის შექმნით? მუზეუმში ექსკურსიით? მშვილდოსნისგან არაფერი არ არის გამორიცხული. თქვენს რომელ იდეას აიტაცებს ეს ქალბატონი,რა დაარტყავს თავში? მხოლოდ ექსტრიმი. თქვენ არ მოიწყენთ და დაგვთანხმეთ,რომ ეს არც ისე ცოტაა! მართალია,გადარჩენისთვის ბრძოლა კი მოგიწევთ,რასაც იმედია გაუმკლავდებით.

თხის რქის
ემოციური და გრძნობითი დინამიკა ნეეელა და დიინჯად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ემოციური შებოჭილობა,თითქოს ეშინია მოდუნდეს და ამისთვის გარკვეული დრო სჭირდება დასადნობად. ნუ დააჩქარებთ თხის რქას. ის ჯერ უნდა მოერგოს პარტნიორს,მიეჩვიოს,ისწავლოს,აითვისოს,მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ,თანმიმდევრულად და არა უცბად.

თხის რქას სექსთან საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. არავითარი ლიფტები,წვეულებები და „მთვრალზე” სექსები. უმთავრესი მიზეზი,რის გამოც თხის რქა სექსუალურ ურთიერთობას აბამს,არის „სექსი,როგორც განაყოფიერების საშუალება”,ჩვენებურად „ბავშვების გულიზე“. მისთვის ასევე დამახასიათებელია “სექსი როგორც გადასახადი”,რითაც ის აჯილდოვებს პარტნიორს გარკვეული დამსახურებებისთვის; და “სექსი როგორც ავტოგრაფი”,როცა თხის რქა მისთვის საინტერესო ადამიანთან სიახლოვეს ესწრაფვის და იმედოვნებს,რომ სექსი ხელს შეუწყობს მასთან დაახლოებას. მუდმივ პარტნიორთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თხის რქისთვის დამახასიათებელია საძინებელში „სექსი განრიგითს” შემოღება.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ თხის რქა ერთ ბგერასაც არ გამოსცემს და გაუნძრევლად დარჩება. სამაგიეროდ,თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მისი კმაყოფილი,მეტიც! თვითკმაყოფილი სახის გამომეტყველებით. არც ასტროლოგიაში და არც ფსიქოლოგიაში ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნა,თუმცა ფაქტი ჯიუტია და ფაქტად რჩება_თხის რქას სექსის შემდეგ,და მნიშვნელობა არ აქვს ვისთან,ყოველთვის გამაძღარი სახე აქვს. გამოცანაა!

მერწყული
ქალი არც ისე სექსუალურია,მაგრამ საკმაოდ ეროტიული და არაპროგნოზირებადი არსებაა. “ხან მონაზვნის კაბა მინდა ჩავიცვა,რაიმე უსახური,რომ ვერავინ შემამჩნიოს; ხან გამოკვეთილი,მყვირალა წითელი ფერის დეკოლტირებული მაისური… მოკლედ,ჩვენ განწყობის ხალხი ვართ!”_ამბობენ თავად მერწყულები. თუმცა აღსანიშნავია,რომ მისი სიტყვები უმრავლეს შემთხვევაში სიტყვებადვე რჩება და განხორციელება არ უწერია.

ამჯობინებს რა პასიურ როლს,მერწყული საკუთარი იდეებისა და სურვილების რეალიზებას პარტნიორს ანდობს. თუ მას შემოქმედებითი და აქტიური პარტნიორი შეხვდა,რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მისი ფანტაზიების რეალიზებას,მაშინ მერწყულიც ჩაერთვება პროცესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში,მისი ფანტაზიები წარმოსახვაშივე დასამარდება. მერწყული ზოგადად ძალადობის წინააღმდეგია,არავითარი სადომაზოხისტური თამაშები არ შესთავაზოთ. ორალურ სექსსაც ვერბალური კომუნიკაცია ურჩევნია.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ გაითვალისწინეთ მერწყულთან სექსი თქვენი სურვილით არ დასრულდება. არც მისი სურვილით, სხვათა შორის.თქვენ უეცარი სატელეფონო ზარით ან კარზე კაკუნით შეგაწყვეტინებენ. სავარაუდოდ, მისი ქმარი დაბრუნდება მოულოდნელად. მას უბრალოდ დაავიწყდა გაეფრთხილებინეთ. მაგრამ ეგ არაფერი,მაინც არაფერი ისეთი არ მომხდარა და… მერწყულ ქალთან სექსი,როგორც წესი,მის მეგობრებთან ლუდის ან მის ქმართან არყის სმით სრულდება.

ისევე როგორც ცხოვრებაში,თევზები
სექსშიც ფანტაზიებს ეძლევა. ლოგინში ის ეროტიული და მგრძნობიარეა,უყვარს სხვადასხვა თამაშები,თანაც დიდი რაოდენობით. უპირატესობას აქტიურ პარტნიორს ანიჭებს,რომელიც ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და ნელ-ნელა ჩააყენებდა საქმის კურსში.

თევზები მორცხვი ნიშანია,ამიტომ სარკის წინ სექსი და სხვა ზედმეტობები არ შესთავაზოთ. „ინტიმურ ფიზიკურ ტკბობას მიცემა აერთიანებს,აახლოებს და კრავს საყვარლებს. ორი უცხო სხეული გარდაიქმნება ერთსულ და ერთხორც, მათ უჩნდებათ საერთო ინტიმური საიდუმლოებები, ორი დაკარგული სულის შერწყმას ჰარმონიულობა შემოაქვს ყოფითი დღეებით განპირობებულ დისონანსში… და ბლა ბლა ბლა”_ასე ესმით თევზებს სექსის არსი.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ და თევზები…სწორად გამოიცანით,ეს ზუსტად ის არის,თევზები. ის ფრთხილად მოგიახლოვდებათ,ბუნდოვნად და ალერსიანად შემოგხედავთ და ჩუმად გთხოვთ: „და კოცნა?”

 

კომენტარები

სხვა სიახლეები