როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე?

თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა ატაროთ ადამიანი თქვენ ჭკუაზე, გაეცანით 10 ფსიქოლოგიურ ხერხს, რომელიც სოცალურ ქსელ ფეისბუქში გვერდმა “ყველაფერ ფსიქოლოგიის შესახებ” გაავრცელა.
1. მიმართეთ სახელით.
საკუთარი სახელით მიმართვა ძალიან სასიამოვნოდ აღიქმება. სახელი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი ამ ქვეყნად არსებობის ფაქტის ერთ-ერთი დამადასტურებელია. ამას გარდა, დამტკიცებულია ისიც, რომ ტიტულის, სტატუსის, წოდების გამოყენება მიმართვის დროს, ადრესატში დადებით ემოციებს იწვევს. თუ რაიმე გსურთ მოსაუბრისგან, საჭიროა მიამრთოთ მას შესაბამისად. მაგალითად, თუ გსურთ მასთან მეგობრობა ან კარგი ურთიერთობა, უწოდეთ მას მეგობარი; ხოლო თუ მისი ხელქვეითობა გსურთ, მოიხსენიეთ “უფროსად”.
2. უსმინეთ.
მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმონოთ ადამიანს, მაშინაც კი, თუ ცდება. მაშინვე ნუ ეტყვით ამის შესახებ, შეიძლება რაიმეში დაეთანხმოთ და იპოვოთ საერთო ინტერესები. მოგვიანებით კი შეეცადეთ აუხსნათ მას თქვენი აზრი და მოსაუბრეც უფრო მეტი ყურადღებით მოიეკიდება თქვენს ნათქვამს.
3. თავი დაუქნიეთ თანხმობის ნიშნად.
ჩვენს საზოგადოებაში თავის დაქნებვა თანხმობის ნიშნად აღიქმება. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანს ვესაუბრებით და თან თავს ვაქნევთ, ამით ერთგვარად ვუბიძგებთ დაიჯეროს ჩვენი სიმართლე. ამგვარი საუბრის შემდეგ მეტი შანსია იმისა, რომ იგი დაეთანხმოს ჩვენს არგუმენტებს და არ შეგვეწინააღმდეგოს.
4. გაიმეორეთ თანამოსაუბრის ამონათქვამები.
ამ ხერხს ფსიქოლოგები იყენებენ. ისინი ჯერ ყურადღებით უსმენენ ადამიანს, შემდეგ კი მისი მონათხრობის პერიფრაზირებას აკეთებენ. ამგვარად იბმება ერთგვარი კავშირი მათ შორის. შეეცადეთ ეს ტექნიკა მეგობრებთანაც გამოიყენოთ და ისინი თქვენთან გაცილებით კომფორტულად იგრძნობენ თავს.
5. ეპირფერეთ.
პირფერობა დროულია მხოლოდ თვითკმაყოფილ ადამიანებთან საუბრისას. მათ თავად იციან საკუთარი თავის ფასი და როცა აქებთ, ამით უბრალოდ ამკტიკებთ იმას, რაც უკვე თავადაც იციან. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული, თქვენი პირფერობა მის აზრთან წინააღმდეგობაში მოვა. ეს კი თქვენს მიმართ კეთილგანწყობის მაგივრად, სიბრაზეს გამოიწვევს..
6. გაიმეორეთ მოქმედებები.
ოპონენტის მოქმედებების გამეორება, ისევე, როგორც გამონათქვამების, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებაში. ბევრი ამ ხერხს ავტომატურადაც იყენებს. ადამიანის ბუნებაში დევს, რომ უკეთ მოეპყროს იმას, რომელიც რაღაცით მაინც ჰგავს. მისი ჟესტების გამეორებით, თითქოს კიდევ ერთხელ ადასტურებთ ადამიანის მნიშვნელობას და ისიც უფრო კომფორტულად გრძნობს თქვენთან თავს.
7. შესთავაზეთ ის, რაზეც უარის თქმა გაუჭირდება.
ეს ხერხი ეფუძნება ადამიანში მოვალეობის გრძნობას. ჯერ სთხოვეთ რაიმე მარტივის გაკეთება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, თხოვნა გაართულეთ. როგორც წესი, ადამიანი ასეთ თხოვნასა თუ დავალებას უფრო მეტი სიამოვნებით ასრულებს.
8. თანამოსაუბრის დაღლილობა თქვენი კოზირია.
დაღლილი ადამიანისგან უფრო ადილია თხოვნაზე დადებითი პასუხის მიღება. რადგან მისი ფსიქიური ენერგიის დონე იკლებს. ნუ ელით თქვენი თხოვნის პირდაპირ იმ წუთში შერულებას, უფრო სავარაუდოა, რომ მას ხვალ, დასვენების შემდეგ შეგისრულებენ.
9. ითხოვეთ დახმარება.
ნუ შეგრცხვებათ დახმარების თხოვნა თუნდაც მათგან, ვინც თქვენი ახლო მეგობარი არ არის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები დახმარებაზე უარს არ ამობენ იმ მიზეზით, რომ ფიქრობენ, ერთ დღესაც შეიძლება თავადაც დასჭირდეთ მისი თხოვნა.
10. სთხოვეთ განუხორციელებელი.
სთხოვეთ ადამიიანს უაზრო და განუხორციელებელი რამ. რა თქმა უნდა იგი უარს გეტყვით. გარკვეული დროის შემდეგ კი თამამად შეგიძლიათ გაახმოვანოთ თქვენი ნამდვილი თხოვნა. ოპონენტი თქვენს წინა თხოვნაზე უარის გამო უხერხულად ოგრძნობს თავს და ამ თხოვნას აუცილებლად შეგისრულებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები