როგორც ჩანს, მელანია ტრამპს სულაც არ აღმოუჩენია “ახალი ამერიკა”. მისი მთავარი პრინციპი სწორი კვებაა, თუმცა ხანდახან თავის სისუსტეებზე, ბურგერებსა და დიეტურ კოლაზეც არ ამბობს უარს. რა შეიძლება ვისწავლოთ 48 წლის მელანიასგან – ეს არის მისი დამოკიდებულება სწორი კვების მიმართ. ის არ მიიჩნევს ამ სისტემას დიეტად – ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც არ უნდა დაირღვეს: „უბრალოდ, მიყვარს ჯანსაღი საკვები, რადგან ამგვარად თავს უფრო ენერგიულად, ჯანმრთელად და ლამაზად ვგრძნობ და როდესაც ასეა, რატომ უნდა ვთქვა უარი სწორ კვებაზე?“ – აღიარებს მისის ტრამპი ა.შ.შ-ს პირველი ლედის დილა იწყება შვრიის ფაფით, რომელიც გამდიდრებულია უჯრედისებით ან მუსით, რომელიც რამდენიმე სახეობის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებისგან შედგება. ამგვარი საუზმე მას დღის მანძილზე ენერგიით ავსებს და სადილამდე შიმშილის შეგრძნება არ აწუხებს. სადილად მელანია ყველაზე ხშირად თევზს ან ზღვის პროდუქტებს, ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულით მიირთმევს, ხოლო ვახშმად – სხვადასხვა სახეობის მწვანე სალათს, უჯრედისების დიდი შემადგენლობით. მელანია დღის განმავლობაში 3-ლიტრამდე წყალს სვამს და დაკავებულია სპორტით. პირველი ლედი რამდენიმე წელია გატაცებულია ჩოგბურთით, ცურვით და იოგით, რომელიც, მისივე სიტყვებით, ძალიან დაეხმარა მას მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებაში. გარდა ამისა, მელანიას რაციონში მუდმივად შედის ხილი (5-7 ცალი დღეში). და მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგები ამ „პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, ყოფილი მოდელი არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ უმჯობესია, მიირთვას ხილი, ვიდრე ემულგატორებით გაჯერებული შოკოლადი ან სხვა მავნე სასუსნავი.