როგორი იქნებოდა საცვლის რეკლამა, თუ მასში რიგით მამაკაცებს გადაიღებდნენ

ბოლო დროს ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაცია ძალიან მოდური გახდა. ქალთა მოდის ბიზნესში გაჩნდა ათასობით პლიუს ზომის მოდელი, რომლებმაც მსოფლიო მრგვალი ფორმებითა და ჭამისგან გაბედნიერებული თვალებით დაიპყრეს. ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც რეკლამაში აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალები ჩართო, Dove იყო.

“ეს იყო ახალი სიტყვა რეკლამაში,

იმიტომ რომ ბრენდმა საუბარი დაიწყო თავის მომხმარებლებთან მათივე ენაზე”, – ამბობს Dove-ის პიარ-მენეჯერი. მას შემდეგ სხვა რამდენიმე კომპანიამ, ფოტოგრაფმა და სხვადასხვა ინიციატორმა ჯგუფმა თავიანთ რეკლამაში არამოდელი ქალები ჩართეს.

თუ აქამდე საუბარი მხოლოდ ქალებზე იყო, ბრიტანულმა The Sun-მა გადაწყვიტა, რომ უსამართლობაა, როდესაც მამაკაცთა ტრუსების რეკლამაში დაკუნთული მოდელები პოზირებენ, ხოლო ამ ტრუსებს აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები იცვამენ. რედაქციამ მოიწვია ოთხი კაცი და მოაწყო ფოტოსესია.

წყარო: http://www.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები