ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, პიპა უილსონმა მარტივი და ძალიან სახალისო ტესტი შეადგინა, რომელიც რამდენიმე წუთში დაადგენს თქვენს ემოციურ მდგომარეობას.
კითხვებზე პასუხების გაცემა და შედეგების ჩანიშვნა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ ნახატს დააკვირდით და აირჩიეთ კაცუნა, რომელიც ფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად გგავთ. ის თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. შემდეგ კი ის კაცუნა აირჩიეთ, ვისაც გინდათ რომ ჰგავდეთ. ამით გასაგები გახდება, რისკენ მიისწრაფვით. ეს ტესტი თავდაპირველად მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ასე რომ, მშობლებსაც გამოადგებათ და შვილებსაც.
ახლა შედეგებს გაეცანით
№№1, 3, 6 და 7 – ძალიან მიზანმიმართული ხართ, არ გეშინიათ
№№2, 11 ,12, 18, 19 – ამ კაცუნებს კონტაქტური და კეთილგანწყობილი ადამიანები ირჩევენ. ისინი მუდამ მზად არიან ვინმეს დასახმარებლად.
№4 – ეს იმ ადამინის არჩევანია, რომლესაც ერთი პოზიცია უკავია და წინსვლის ან ცვლილებების სურვილი არა აქვს.
№5. ამჟამად საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გიდგათ. დაღლილობა, სისუსტე და აპათია – აი, რას განიცდის თქვენი სხეული.
№8 – ეს ინტროვეტრის არჩევანია: გიყვარს მარტოობა, შენი სამყარო გაქვს და საკუთარ თავთან კონტაქტიც გყოფნით.
№9 – მხიარული ხარ, გართობა გიყვარს
№№13, 21 – საზოგადოებისგან შორს ყოფნას ირჩევ. ამ ეტაპზე არავის უშვებ შენთან ახლოს.
№№10, 15 – კომფორტულად და კარგად ხარ.
№14, №16 – შინაგანი კრიზისი გაქვს. ამიტომ შეშინებული და დაბნეული ხარ
№20 – ეს იმ ადამიანის არჩევანია, ვისაც საკმაოდ მაღალი თვითშეფასება აქვს. ცხოვრებაში ამ ადამიანებს ლიდერობა მოსწონთ და უნდათ, რომ ირგვლივ ყველა მათ ჭკუაზე ატარონ.
წყარო: http://www.mshoblebi.ge