რიკარდო კაკა ქორწინდება – ვინ არის მისი მორიგი რჩეული (ფოტო)

დაიწყო 2019 წელი და ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაკას ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება. ის კაროლინა დიასზე ქორწინდება.
წყვილის დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით “მე ვთქვი, დიახ!”
კაკასთვის ეს ქორწინება მეორე იქნება, პირველად მან ქეროლაინ სელისის იქორწინა, რომელიც მისი ბავშვობის სიყვარული იყო და ფეხბურთელი ყოველთვის სიამაყით ყვებოდა, რომ ქეროლაინისთვის ის პირველი მამაკაცი იყო. 2017 წლის დასაწყისში კი წყვილმა განქორწინება ოფიციალურად დაადასტურა, რის შემდეგაც კაკამ მალევე გამოაჩინა ახალი შეყვარებული, რომელზეც სულ მალე იქორწინებს. პირველი ქორწინებიდან ბრაზილიელ ფეხბურთელს ორი შვილი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები