რიანა პირველ შვილს ელოდება?

რემდენიმე დღის წინ რიანამ, საგასტროლო ტურის Anti World Tour-ის ფარგლებში, მორიგი კონცერტი ჩაატარა. 28 წლის ვარსკვლავის თაყვანისმცემლები გაოცებულები იყვნენ, როგორ შეიცვალა მომღერალი მოკლე დროში: რიანა შესამჩნევად გასუქდა, გახსნილი საკონცერტო სამოსი ძალიან ვიწრო აქვს. უცხოური მედიის მტკიცებით, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მომღერალი არ ვარჯიშობს, ან უბრალოდ არასწორად იკვებება, საქმე იმაშია, რომ რიანა ფეხმძიმედაა.
მომღერლის მეგობრების თქმით, მათთან შეხვედრების დროს რიანამ ალკოჰოლზე და სიგარეტზე უარის თქმა დაიწყო. ახლა მომღერალი უპირატესობას წყალს და ახლად გაწურულ წვენებს ანიჭებს.
უცხოური მედია წერს, რომ მომღერალი საკუთარ წონას ვეღარ აკონტროლებს, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად ცეკვის რეპეტიციებს გადის და სცენაზეც დამღლელი რეჟიმით მუშაობს. სცენის მიღმა კი პატარა მუცელს თავისუფალი სტილის ტანსაცმლით ფარავს.
ბავშვის სავარაუდო მამების სიაში ჟურნალისტები 2 ვარსკვლავს ასახელებენ: დრეიკს და ლეონარდო დიკაპრიოს. პირველთან რიანას თანამშრომლობა აკავშირებს, სკანდალური ერთობლივი გამოსვლა Brit Awards-ზე კი მხოლოდ ამყარებს ფანატების ეჭვებს. დიკაპრიოსთან რიანას ახლო მეგობრობა კი მედიას ხშირად აძლევს საბაბს, გაავრცელოს ინფორმაცია მათ შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე.
თავად რიანას საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები