რეზო ნასიძე – “მართლმადიდებლობა ქორწინებამდე სექსს მიკრძალავს

მსახიობმა რეზო ნასიძემ სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” საკუთარი სურვილით დატოვა და ტელეკომპანია GDS-ში გადავიდა.

რატომ წამოვიდა სერიალიდან, რა არის მის ცხოვრებაში მთავარი, როგორ ცხოვრობს მსახიობობის მიღმა, რა გატაცებები აქვს – ამ თემებზე 21 წლის მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

“პროექტიდან უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა. ბევრმა ადამიანმა გამიცნო, სულ სხვა რეჟიმში ვცხოვრობდი. სერიალის გუნდმა მსახიობად მაგრძნობინა თავი. ჩემთვის სასიამოვნო „პონტი“ იყო, მაგრამ ერთი და იგივეს კეთება არც მიყვარს და არასწორადაც მიმაჩნია. მრავალფეროვნება მომწონს და სწორედ ამიტომ წამოვედი „ჩემი ცოლის დაქალებიდან”, – აღნიშნავს ნასიძე.

მისი თქმით, ყველაზე მეტად მუსიკა უყვარს.

„ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ერთხელ ვცოცხლობთ და სიამოვნება უნდა მივიღოთო. ჩვენი მთავრობა ფიქრობს, რომ ბევრჯერ ვცოცხლობთ და გართობა არ გჭირდება. ჩვენთან ხომ ნებისმიერი სახის გართობა აკრძალულია. მართლმადიდებლობა ქორწინებამდე სექსს მიკრძალავს, ცოდვააო. მთავრობა კლუბში ნარკოტიკების მიღებას მიკრძალავს, ქუჩაში დალევასაც, პლუს – მედიცინა მეუბნება, დალევა ჯანმრთელობისთვის ცუდიაო, თუ ყველაფერი აკრძალული მაქვს, მაშინ როგორ გავერთო“, – ამბობს ნასიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები