“ჩცდ”-ს სცენარისტი ქეთევან დევდარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სერიალის მეათე სეზონზე ლაპარაკობს. “ამ კვირაში ჩცდ-ც იწყება. უკვე მეათე სეზონი. სცენარისტად გადაქცევამდე, ვერც ვიფიქრებდი, რომ ყველა, ვისაც ეკრანზე ვუყურებდი და მომწონდა, ერთ დღესაც ეკრანიდან გადმოვიდოდნენ, ჩემს დაწერილ ტექსტს შევაჩეჩებდი ხელში და ისევ ეკრანზე დაბრუნდებოდნენ. ამ ყველაფერს კი ის გადაიღებდა, ვინც ჩემთვის გაცნობამდეც და მას შემდეგაც საუკეთესო ადამიანების სამეულში შედის”, – წერს ქეთევან დევდარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.