8 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება:
სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ;
ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.