ბრიტანეთში სამეფო ქორწილი 7 წლის შემდეგ, კვლავ შედგა. პრინც უილიამსისა და ქეით მილდტონის შემდეგ, ამჯერად პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდა. მეგან მარკლი საკურთხეველთან პრინცი ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, მარკლის მამა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ ველბიმ დაწერა. მათ ქორწილს 1200 სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვენ ვიქტორია დევიდ ბექემები, ჯორჯ და ამალ კლუნები, ოპრა უინფრი, ელტონ ჯონი და სხვა.
ცნობისთვის, პრინცი ჰარი დღეიდან სასექსის ჰერცოგის ტიტულსაც ატარებს, ის ახლა 34 წლისაა. პატარძალს ყველასთვის ცნობილი დიზაინერის, ჟივენშის კაბა ეცვა, ხოლო თავს ბრილიანტის დიადემა უმშვენებდა. აღსანიშნავია ასევე ელისაბედ მეორის დახვეწილი და სადა სტილი, რომლითაც ის ორივე სამეფო ქორწილში გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 7 წლის წინ, პრინც უილიამსისა და ქეით მილდტონის სამეფო ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს გაიმართა. მაშინ პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ ჯვარი უესტმინსტერის სააბატოში დაიწერეს. მეგანისაგან განსხვავებით, ქეითი საკურთხეველთან მამამ მიაცილა. ახალგაზრდა წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, როუან უილიამსმა დაწერა. ცერემონიას თვალს 1900-მდე ადამიანი ადევნებდა. ჯვრისწერაზე, პრინც უილიამს ბრიტანეთის არმიის ირლანდიელ გვარდიელთა წითელ სამხედრო ფორმა ეცვა, ხოლო მის მეუღლეს სადა, მაქმანებით გაწყობილი თეთრი, გრძელ კაბა, რომლის ავტორიც სარა ბარტონი იყო, ცნობილი დიზაინერის, ალექსანდრ მაქქუინის მიერ დაარსებული კომპანიის წარმომადგენელი.
პრინც უილიამს კემბრიჯის ჰერცოგის წოდება მიენიჭა, შესაბამისად, კეტრინი კემბრიჯის ჰერცოგის ცოლი გახდა. აღსანიშნავია, რომ პრინცი 28 წლის ასაკში დაქორწინდა.