ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი იუსტიციის მინისტრთან ნათესაურ კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ ის და თეა წულუკინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ერთად არ იზრდებოდნენ.
„მე და თეა წულუკიანი ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ბებიაჩემი და თეა წულუკიანის ბაბუა და-ძმა იყვნენ. მე და თეა გარკვეული გარემოებების გამო, ერთად არ გავზრდილვართ, ბავშვობაში ახლო ურთიერთობა არ გვქონია. არც ახლა გვაქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ ერთმანეთი ხშირად ვნახოთ, თუმცა თეა ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ბოლოს ვნახე რამდენიმე თვის წინ, როცა ჩემს გადაცემაში იყო სტუმრად. არა მგონია, რომ ჩვენმა ნათესაობამ გაჭრა; დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ კარგი გადაცემა გამოვიდოდა – ამან უფრო გაჭრა, ვიდრე ნათესაობამ. რაც შეეხება დანდობას, მე არცერთ პოლიტიკოსთან არ მქონია ასეთი ამოცანა. ეს არაა ვინმეს გასაშავებელი და გასაბანძებელი შოუ, მით უფრო თეასთან და არ მიფიქრია ასეთი რამ და ამიტომაც იყო, რომ ჩემს შოუში ბევრი მაღალჩინოსანი მოდიოდა. ამ საქმეში პირადი ნაცნობობაც მნიშვნელოვანია და არცერთი პოლიტიკოსი არ გაუშვებს ხელიდან შანსს, სხვა რაკურსით წარმოაჩინოს საკუთარი თავი“, – ამბობს შალვა რამიშვილი.
წყარო: თბილისელები