რა მისწერა გარდაცვალებამდე ნიკა რურუამ სააკაშვილს – “ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო”

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.

მისი თქმით, რურუას მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა საქართველოს უახლოეს ისტორიაში იშვიათად მოიძებნება.

“დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”. მინდა გავიმეორო “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები