რა მდგომარეობაშია ყოფილი დიქტატორების რეზიდენციები

XX საუკუნის დიქტატორებისა და სახელმწიფო მეთაურების რეზიდენციები, თანამედროვე ისტორიის ერთგვარი სახელმძღვანელოებია.  რა მოუვიდა ერთ დროს “ბობოქარი” ბელადების პირად სასახლეებს?
დღეს, მუსოლინის ვილა რუს ოლიგარქს, ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის, რომელმაც გოთიკურ სასახლეში 40 მილიონი დოლარი გადაიხადა. გარდის ტბის ნაპირზე აშენებული ვილა დიდი დუჩესა და მისი საყვარლის, კლარა პეტაჩის უკანასკნელ სამყოფელად იქცა. სწორედ ამ ვილიდან გაემგზავრა მუსოლინი 1945 წლის 17 აპრილს მილანში, სადაც უკანა გზაზე იგი დახვრიტეს. 1946 წელს, ომის დასრულების შემდეგ სასახლეში უინსტონ ჩერჩილი დასახლდა.

აფხაზეთის მუსერეში არსებული აგარაკი, სტალინის პირველ სამხრეთულ აგარაკად იქცა. მანამდე პარტიული ლიდერები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასასვენებელ სახლში ატარებდნენ დროს, ყოველგვარი დაცვის გარეშე. სომეხი ნავთობის მეფის, ლიანოზოვის აგარაკი სტალინმა 1926 წელს შემთხვევით ნახა. ლიანოზოვი იმ დროისთვის უკვე ფინეთში იყო გადახვეწილი. ამჟამად აგარაკი ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად არის ქცეული. საკმაოდ იაფად თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ექსკურსიაში, სახელწოდებით – “სტუმრად სტალინთან”.

რუმინელი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს “გაზაფხულის სასახლე” ჯერჯერობით სახელმწიფოს კუთვნილებაში რჩება, მაგრამ გასაყიდად არის გამოტანილი. თუმცა, 14 000 კვადრატული მეტრი ფართობის ყიდვის მსურველები ამ დროისთვის არ ჩანან, რის გამოც ობიექტის მოვლა სახელმწიფოს უწევს.

სასახლე პასო-დე-მეირასი – ფრანსისკო ფრანკოს რეზიდენცია. სახელმწიფომ სასახლე კულტურულ ძეგლთა სიაში შეიყვანა და საზოგადოებისთვის ღია გახადა. მიუხედავად ამისა, სასახლეში დღემდე ცხოვრობენ დიქტატორის შთამომავლები. ამიტომ, თვეში 4 დღის განმავლობაში ისინი სასახლეს ტოვებენ, რა დროსაც იგი დამთვალიერებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

იოსიპ ბროზ ტიტოს ზაფხულის რეზიდენცია, ხორვატიის კუნძულ ბრიონიზეა განთავსებული. იგი მისი 33 პირადი რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ-ერთია. აქ დიქტატორი 1947-1979 წლებში ცხოვრობდა და იღებდა სტუმრებს, დაწყებული ტერეშკოვათი, სოფი ლორენითა და ეიზენჰაუერით დამთვრებული. ამჟამად ტიტოს რეზიდენცია მუზეუმად არის ქცეული.

კომენტარები

სხვა სიახლეები