რატომ წავიდა ბარნოვა „იმედიდან“ – ახალი სერიალი ტასოს გარეშე

„კვირა +“-ის ინფორმაციით, „იმედი” ახალ სერიალზე მუშაობს, რომელიც „შუა ქალაქის“ სტილში იქნება. პროექტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა სერიალი აქტიური მზადების პროცესშია.
„კვირა +“-ის ცნობით, პროექტში ჩართვის სურვილი ტასო ბარნოვამ გამოთქვა, თუმცა მან მონაწილეობაზე უარი მიიღო, რის გამოც პროტესტის ნიშნად „ილო ბეროშვილის შოუ“ დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის პროდიუსერმა, შალვა რამიშვილმა „კვირა +“ -სთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
„არაფერი, უბრალოდ შემოქმედებითი პაუზა აიღო. ტასოსთან საქმე არ გაგვიფუჭდება, ძალიან ნიჭიერი გოგოა და ჩვენ კვლავ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, „ილო ბეროშვილის შოუდან“ ის ჩვენ არ გაგვიშვია“.
„კვირა+“ შეეცადა კომენტარი თავად ტასო ბარნოვასთანაც ჩაეწერა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები