არსებობს მრავალი თეორია, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რატომ კბენენ კოღოები ადამიანთა გარკვეულ კატოგორიას და სხვებს კი – არა. დანამდვილებით ცნობილია, რომ გენეტიკა და სხეულის ქიმია კოღოების „პრიორიტეტების“ საიდუმლოს გახსნის საშუალებას მოგვცემს.
როგორც ცნობილია, სისხლს დედალი კოღოები წოვენ. ის მათ გამრავლებისთვის სჭირდებათ. კოღოებმა კარგად იციან, რომელი ადამიანის სუნია მათთვის იდეალური და მას 30 მეტრის მანძილიდან გრძნობენ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ შხაპის მეშვეობით ოფლს მოიცილებს და ამით კოღოების „თავდასხმის“ შანსს შეამცირებს, ძალიან ცდება. კოღოები „სასურველი“ ადამიანის სუნს მაინც დააფიქსირებენ და მათთვის იდეალური სისხლის მოპოვებას, ამის მიუხედავად, მაინც შეეცდებიან.
სისხლის ჯგუფსაც აქვს მნიშვნელობა. კვლევებმა ცხადყო, რომ პირველი ჯგუფის სისხლის ადამიანები კოღოებს ორჯერ უფრო მეტად იზიდავენ, ვიდრე მეორე ჯგუფის. გადამწყვეტი კი კოღოსთვის მაინც ადამიანის სხეულის უნიკალური სუნია.
კოღოს კბენისგან დაცვა ადამიანს სპეციალური კრემების და სუნამოების მეშვეობით შეუძლია. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი თქვენ მოსკიტის თავდასხმისგან 100 პროცენტით დაცული ვერ იქნებით.
სხვა სიახლეები