Der Standart-ი ავრცელებს სტატია, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია, თუ რატომ გვასუქებს ნახევარფაბრიკატები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა საკვებზე, რომელიც ნახევარფაბრიკატია და ადამიანთან დიდი ნაწილი თითქმის ყოველ დღეს იკვებება მზა პროდუქტით.
მკვლევრებმა აიღეს სწრაფი კვების 5 ობიექტი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მომხმარებელი ჰყავს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ჭარბწონიანია და კილოგრამები აწუხებს.
დიეტოლოგებმა ნახავერფაბრიკატების მოხმარების სტატისტიკა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ასეთი საკვები ადამიანს აიძულებს, უფრო მეტი ჭამოს, რადგან შეუძლებელია ერთი ულუფით დაკმაყოფილება.
ნახევარფაბრიკატები შეიცავენ გაცილებით მეტ ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, მარილებს, რაც ადამიანს ყველაზე მეტად ამატებინებს წონაში.