„რატომ არ ვარ სახელმწიფოს მმართველი, რომ დახვრეტის რეჟიმი გავააქტიურო!“

შორენა ბეგაშვილის მისამართით კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი შორენა ბეგაშვილის ბინის გაყიდვაზე ინტერნეტის მომხმარებლების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება.
„მე რა მაქვს სათქმელი ამის შემდეგ? რატომ არ ვარ სახელმწიფოს მმართველი, რომ დახვრეტის რეჟიმი გავააქტიურო!“, – წერს კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ასეთი კომენტარები გავრცელდა: „გაყიდოს ბინა, ბრილიანტები, რა ჯანდაბად უნდა“, „დასახმარებელი არაფერი სჭირს“, „ისეთი ცხოვრება და ქონება აქვს, სხვებისთვის არ ეთხოვა დახმარება“.
შორენა ბეგაშვილმა ამ კომენტარებს ასე უპასუხა: “ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ. რომც გავყიდო, ბანკში უნდა ჩავრიცხო, მანქანა, ქურქი და ყველაფერი იყიდება. მოდით და იყიდეთ. ასეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირად ღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე. პირიქით, აქეთ ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას, უკეთესი ჯიპიც მეყოლება, ურქიც და ბევრი ის ნივთი, რომელიც უკვე გაიყიდა“, – განაცხადა შორენა ბეგაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები