რატომ არ ემთხვევა თქვენი ხასიათი თქვენი ზოდიაქოს დახასიათებას?

ბევრი ასტროლოგიას არასერიოზულად და ზედაპირულად უყურებს. ამ არასწორ შეხედულებას საკითხის არასაკმარისი ცოდნა იწვევს.
ინტერნეტში პოპულარულია დღის ჰოროსკოპი, ნიშნების ზოგადი დახასიათება, შეთავსების განხილვა და ა.შ
ეს ყველაფერი ზედაპირული და არც ისეთი სერიოზულია. ასტროლოგია გაცილებით უფრო ღრმა ცოდნას მოითხოვს იმისთვის, რომ ამ კუთხით საკუთარ თავზე მეტი გაიგოთ.

ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ადამიანში არსებულ რესურსებზე, მისი მუშაობა-არმუშაობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებსა და ბედის განვითარებაზეა ორიენტირებული. აქ სულაც არ არის საჭირო რაიმე „ზებუნებრივი“ ნიჭი. ეს არის კონკრეტული გამოთვლები და ლოგიკა.

ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ხა­სი­ა­თის ფორ­მი­რე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი პლა­ნე­ტა ახ­დენს გავ­ლე­ნას, მათ შორის უმ­თავ­რე­სია მზე (ცნო­ბი­ე­რი), მთვა­რე (ქვეც­ნო­ბი­ე­რი), მერ­კუ­რი (აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მა), ვე­ნე­რა (სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნიჭი და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი), მარ­სი (ენერ­გია, ქმე­დე­ბა). იუ­პი­ტე­რი (წარ­მა­ტე­ბა, იღ­ბა­ლი), სა­ტურ­ნი (შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი), ურა­ნი (მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი), ნეპ­ტუ­ნი (ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ჩვე­ნი ღრმა ქვეც­ნო­ბი­ე­რი), პლუ­ტო­ნი (სო­ცი­უმ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა). ეს არის მცი­რე და­ხა­სი­ა­თე­ბა იმ მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვარ სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ. ­თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს მზის მდებარეობას კონკრეტულ ნიშანში და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ ამ ნიშნის დახასიათებით ბევრს გაიგებთ.
იმისთვის, რომ დეტალურად იცოდეთ, რომელ სტიქიას განეკუთვნებით, რომელი ნიშნის გავლენა გაქვთ, როგორია თქვენი შინაგანი ხასიათი, რა არის თქვენი კარმული მისია და ა.შ, მიმართეთ ასტროლოგს.

დღეს ინტერნეტსივრცეში ბევრი ასტროლოგიური საიტია, სადაც შეგიძლიათ  რუკის თავად შედგენაც. ასევე, შეგიძლიათ, მოიძიოთ ის სიმბოლოები და განმარტებები, რომელთა საშუალებითაც რუკის შესწავლას შეძლებთ. ამისთვის დაგჭირდებათ თქვენი დაბადების თარიღის, საათისა და ადგილის ცოდნა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები