„რუსთავი -2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უვადო პატიმრობაში მყოფ მაგდა პაპიძის საქმეს გამოეხმაურა. „ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: 1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა; 2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად (“აბა, შვილს რომ დედა მოკლავს” სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. მგონი, შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ”, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.