მოდელმა ემილია სისაურმა, დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილ ნათია ციცვიძეს ემოციური პოსტი მიუძღვნა.
“ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყავით მთელს სკოლაში და არასდროს დამავიწყდებით. არასდროს დამავიწყდება თქვენი სითბო და საინტერესო გაკვეთილები”, – წერს სისაური.
16 იანვარს დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელსაც 4 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მათ შორის 35 წლის ნათია ციცვიძე და მისი 2 წლის და 8 თვის ტყუპისცალი შვილი იყვნენ.
სხვა სიახლეები