თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი გოგონას დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული 21 წლის ნანუკი ყელბერაშვილია.
გარდაცვლილი თბილისის გოგონათა გუნდში მღეროდა.
“ერთი წამია ცხოვრება, გუშინ გოგოები ვაქებდით – რა ლამაზი ხარო, როგორც ყოველთვის, სულ ანათებდა, დღეს კი მის ამბავს ვერ ვიჯერებთ, უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ… ძალიან მეცოდები მიწისთვის ჩემო დახატულო შოკოლადო. შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი”
“შვილო ნანუკი ჭკუაზე არ ვარ ეს რა დაგვემართა! ჩემო ანგელოზო სულით, გულით, უნიჭიერესო, ულამაზესო, ყველაზე თბილო და ტკბილო! ღმერთსაც კარგი უნდა იმ ქვეყნად! სულ ვიძახდი და ამაყი ვიყავი და ვარ, რომ სოფოს ასეთი კარგი მეგობრები ყავსთქო, მეგობარი კი არა დაიკო! დაილოცოს უფალო შენი სამართალი.!”
ვაი, რომ ცხოვრება ერთი დიდი დრამაა…
ამბავი დაიწყო ასე: დილით მატარებელმა 20 წლის გოგონას დაარტყა, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა და ხმა ვერ გაიგო.ეს გოგონა ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. ერთად ვმღეროდით ანსამბლში. თავად კონსერვატორიის სტუდენტი და თბილისის გოგონათა გუნდის წევრი იყო.
არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახლდათ.
მასზე ენერგიული, მხიარული და უზადოდ ნიჭიერი ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ქვეყანაზე. მუსიკით ცხოვრობდა. ყოველი წამს ბგერათა ჰარმონიის ძიებაში ატარებდა და ბოლოს ისევ მუსიკამ იმსხვერპლა.
აი,მთელი ტრაგიზმი რაშია!
მუდამ მემახსოვრები!