რას აცხადებს მოდელი რომელიც , „Victoria’s Secret“-ის ყოველწლიური ჩვენებისას პოდიუმზე წაიქცა (ვიდეო)

ტოპ-მოდელი მინ სი „Victoria’s Secret“-ის ყოველწლიური ჩვენების დროს, პოდიუმზე დავარდა. ჩვენება 20 ნოემბერს შანხაიში გაიმართა. გამოსვლის დროს „ანგელოზს“ ფეხი დაუცდა და მუხლებზე დავარდა. მოდელმა გაიღიმა, კაბა გაისწორა და სხვა მოდელის, ჟიზელ ოლივეირას დახმარებით გამოსვლა დაასრულა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. შვიდი წელია მოდელი ვარ და არაერთხელ დავვარდნილვარ, მაგრამ ვიცი, რომ, როგორი რთულიც უნდა იყოს, უნდა ავდგე და ჩემი გამოსვლა დავასრულო. მე ყოველთვის წინსვლას გავაგრძელებ!“
ჩინელი ტოპ-მოდელი მინ სი შანხაიში დაიბადა, ის 27 წლისაა და „Victoria’s Secret „-ის საშედეგო ჩვენებებზე 2013 წლიდან მონაწილეობს. გოგონა თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Michael Kors, Diane Von Fürstenberg, Oscar de la Renta, Versace, Chanel და ბევრი სხვა.
კომპანია „Victoria’s Secret“ საცვლების ყოველწლიურ პომპეზურ ჩვენებებს 1995 წლიდან მართავს. ამ დროის განმავლობაში „Victoria’s Secret“ -ის „ანგელოზები“ იყვნენ ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ჟიზელ ბუნდჰენი, ჰაიდი კლუმი, თაირა ბენქსი, კარლი კლოსი და არაერთი სხვა სახელოვანი მოდელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები