“რაის მორწმუნეები ხართ, ან კაცები როგორ გქვიათ” – მაია დარსმელიძე “თბილისი პრაიდის” შესახებ

მომღერალი მაია დარსმელიძე პირად “ფეისბუქზე” სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“იმ მამაოებსაც, ვინც ძალადობას გმობს, “პიდარასტებს” ეძახიან უკვე…. მიწაში დებენ, წყევლიან, აგინებენ ყველას, ვინც ძალადობას ემიჯნება. ანტიქრისტეებს ეძახიან, სატანის მოციქულებს…. ავადმყოფებს…
რაის მორწმუნეები ხართ, ან რომელ ადამიანობაზე გაქვთ პრეტენზია, თქვე საცოდავებო? ან რა კაცები ხართ? წარმოდგენაც არ მინდა, რა მუდმივ ტერორში გყავთ ოჯახები…რა დღეში გყავთ ქალები, შვილები…
რას დაამსგავსეთ თქვენი ქალები?! ვუყურებ ცოფისგან გადაყ***ებული მორჩილი დიასახლისების კომენტარებს და მეტირება…
რა უქენით და როგორ დაამახინჯეთ და გააბოროტეთ ასე ერთმანეთი? ასე როგორ გაუნადგურეთ ერთმანეთს ბედნიერების შეგრძნება?!!! ან რა შვილებს ზრდით ამხელა ბოღმითა და სიძულვილით…. ან რამხელა სიბოროტეს დაატარებთ, რომ ვერასოდეს შეძელით ვერც სიყვარული და ვერც გახარება???”, – წერს დარსმელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები