ჟურნალისტი ჩხეტიანს: ვიცით, რუსული კარგად იცით – რატომ გვესაუბრებით ქართულად?

“ევროპა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მარცხის შემდეგ, “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს “ევროპა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ ​ყაზახმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ პასუხობდა მათ შეკითხვებს ქართველთა მწვრთნელი რუსულ ენაზე.

“გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით. რატომ?”, – იკითხა ჟურნალისტმა.

“იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!”, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
​”ევროპა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი “ორდაბასთან” 1:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 8 ივლისს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები